უნივერსიტეტში EBSCO-ს ელექტრონულ ბაზებში მუშაობის შესახებ კიდევ ერთი ვებინარი ჩატარდა

უნივერსიტეტში EBSCO-ს ელექტრონულ ბაზებში მუშაობის შესახებ კიდევ ერთი ვებინარი ჩატარდა

2023 წლის 14 თებერვალს, უნივერსიტეტ გეომედში გაიმართა ვებინარი თემაზე “სამეცნიერო და სამედიცინო წყაროების მოძიება სრული ტექსტების ბაზაში”, რომელსაც უძღვებოდა EBSCO-ს ელექტრონული ბაზების წარმომადგენელი ირინა სერჟანი. ვებინარი დაეხმარება დაინტერესებულ პირებს მარტივად მოიძიონ საჭირო ინფორმაცია და სამეცნიერო სტატიის სრული ტექსტები, სამეცნიერო ბაზების საძიებო სისტემებში. ვებინარს ესწრებოდნენ უნივერსიტეტის აკადემიური, მოწვეული პერსონალი და სტუდენტები.

ტრენინგი “ყველაფერი მუხლის შესახებ”

ტრენინგი “ყველაფერი მუხლის შესახებ”

2023 წლის 28-29 იანვარს თურქეთში, ქალაქ სტამბულში, გაიმართა რეაბილიტაციისა და ფიზიოთერაპიის საერთაშორისო სასწავლო ორგანიზაცია Primephysio-ს მიერ ორგანიზებული თეორიულ-პრაქტიკული კლინიკური ტრენინგი “ყველაფერი მუხლის შესახებ”, რომელსაც ესწრებოდნენ გეომედის საუნივერსიტეტო სარეაბილიტაციო კლინიკის თანამშრომლები ჯარჯი ბუზარიაშვილი და ირაკლი შარანგია. ტრენინგის შემდეგ მათ გადაეცათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები.

ტრენინგი: “პერსონალურ მონაცემთა დაცვა უმაღლეს სასწავლებელში”

ტრენინგი: “პერსონალურ მონაცემთა დაცვა უმაღლეს სასწავლებელში”

დახელოვნებისა და რეზიდენტურის სამსახურის ხელშეწყობით, 2022 წლის 11 ნოემბერს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისათვის ჩატარდა ტრენინგი უმაღლეს სასწავლებელში პერსონალურ მონაცემთა დაცვაში. ტრენინგს უძღვებოდა  პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი იურისტი, ლილი ტანიაშვილი.  მან ტრენინგის ფარგლებში განიხილა  პერსონალური მონაცემების დამუშავების დაცვის მნიშვნელობა მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები, მონაცემთა დამუშავების პრინციპები, მონაცემთა უსაფრთხოება და მონაცემთა სუბიექტის უფლებები. …

ტრეინინგი ელექტრონული ბიბლიოთეკისა და სამეცნიერო ბაზების გამოყენების შესახებ

ტრეინინგი ელექტრონული ბიბლიოთეკისა და სამეცნიერო ბაზების გამოყენების შესახებ

2022 წლის 7 ოქტომბერს, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ, ნანა ცერცვაძემ, სტომატოლოგიის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის და მედიცინის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებისათვის, ჩაატარა ტრენინგი თემაზე ,,ბიბლიოთეკის სერვისები და მათი გამოყენება“. მან პრაქტიკული მაგალითების სახით წარმოადგინა ელექტრონულ კატალოგში, ელექტრონულ ბიბლიოთეკასა და სამეცნიერო ელექტრონულ ბაზებში – EBSCO-სა და ELSEVIER-ში რესურსების მოძიებისა და გამოყენების გზები.

ტრენინგი – PBL და CBL სწავლების მეთოდები

ტრენინგი – PBL და CBL სწავლების მეთოდები

2022 წლის 6-8 ივლისს, დახელოვნებისა და რეზიდენტურის სამსახურის ეგიდით, პროფესორ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართა ვორქშოფი თემაზე: PBL და CBL სწავლების მეთოდები. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ მედიცინისა და სტომატოლოგიის აკადემიური და მოწვეული პერსონალი. შეხვედრაზე განხილულ იყო პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებისა და ქეისზე დაფუძნებული სწავლების, სასწავლო კურიკულუმში ინტეგრირების აქტუალური საკითხები სხვადასხვა დისციპლინების მაგალითებზე.