2023 წლის 11 ივლისს 11:00 საათზე უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში (101) ჩატარდება ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის საბაკალავრო ნაშრომების საჯარო დაცვა.
განცხადებები
1. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების მქონე პირი1.1. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვს შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის ნებისმიერ სტუდენტს, მათ შორის სტატუს შეჩერებულს. 2. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვა2.1. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი სემესტრის შემდეგ. სწავლის პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაში პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი.2.2. დამატებითი სემესტრის სტუდენტს …
2023 წლის 10 ივლისს 13:00 საათზე უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში (101) ჩატარდება ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის საბაკალავრო ნაშრომების დაცვა.
უნივერსიტეტ გეომედის აფილირებული პროფესორის, ვალენტინა მიტოვას ავტორობით, ჟურნალ „Coatings (MDPI)“-ში (Current Impact Factor – 3.236) გამოქვეყნდა სამეცნიერო ნაშრომი “Influence of Synthetic Conditions on the Crystal Structure, Optical and Magnetic Properties of o-EuFeO3 Nanoparticles”. სტატიის ლინკი: https://www.mdpi.com/2079-6412/13/6/1082
28-29 ივლისს ბათუმში ტარდება საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე-19 საერთაშორისო კონგრესი. მონაწილეობის მიღების მსურველებს შეგიძლიათ იხილოთ წინასწარი პროგრამა და დარეგისტრირდეთ შემდეგ ლინკზე: http://gsa.ge შეკითხვების შემთხვევაში მიაკითხეთ სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანატს.