მსოფლიო ონლაინ კონფერენცია “Public Health 2021”

მსოფლიო ონლაინ კონფერენცია “Public Health 2021”

2021 წლის 26-27 ნოემბერს, მალაიზიის ქალაქ კუალა-ლუმპურში, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების ორგანიზებით გაიმართა მეორე მსოფლიო ონლაინ კონფერენცია „Public Health 2021“, სადაც საქართველოდან მოხსენებით „The Roles of Hedonistic, Utilitarian Incentives and Government Policies Affecting Customer Attitudes and Purchase Intention Towards Green Products”, წარსდგა სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის დეკანი და ასოცირებული პროფესორი თორნიკე ხოშტარია. მოხსენებაში …

აკადემიური პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარება

აკადემიური პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარება

სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის დახელოვნებისა და რეზიდენტურის სამსახური აგრძელებს პროფესიული განვითარების ციკლს უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის. ამ მიზნით, 2021 წლის 24 და 25 ნოემბერს, უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პედაგოგები დაესწრნენ ტრენინგებს “ონლაინ სწავლების მეთოდები სამედიცნო განათლებაში” და “საბაზისო სწავლების უნარები სამედიცნო განათლებაში”, რომელიც ჩატარდა ლიდსის უნივერსიტეტის CPD (Continuous Professional Development) თაოსნობით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ …

ვებინარი – ყველაფერი წიგნებზე

ვებინარი – ყველაფერი წიგნებზე

2021 წლის 22 ნოემბერს, უნივერსიტეტ გეომედის აკადემიური, მოწვეული და ბიბლიოთეკის ადმინისტრაციული პერსონალი დაესწრნენ ონლაინ ვებინარს თემაზე: ScienceDirect – all about the books, რომელიც გაიმართა Elsevier – ის ხელშეწყობით.

სემინარი “ფიზიკა ეკონომიკაში – თანამედროვე ჯანდაცვითი ბიზნესის სახელმწიფოებრივი აზროვნებისთვის”

სემინარი “ფიზიკა ეკონომიკაში – თანამედროვე ჯანდაცვითი ბიზნესის სახელმწიფოებრივი აზროვნებისთვის”

2021 წლის 19 ნოემბერს, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის აფილირებულმა პროფესორმა რევაზ ლორთქიფანიძემ უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩაატარა სემინარი თემაზე: “ფიზიკა ეკონომიკაში – თანამედროვე ჯანდაცვითი ბიზნესის სახელმწიფოებრივი აზროვნებისთვის”, სადაც განხილული იყო: ელექტრონულ ეპოქაში ინფორმაციის მოძრაობისა და გაცვლის პროცესები და მათი ეფექტიანი დაცვის საჭიროებები  ჩრდილოვანი ეკონომიკის რეალური მიზეზები და ქსელური ტექნოლოგიებით მენეჯერული ხარჯების ოპტიმიზაცია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე …

გიმნასიონი – „სუშრუტა: ინდური მედიცინისა და ქირურგიის ფუძემდებელი“

გიმნასიონი – „სუშრუტა: ინდური მედიცინისა და ქირურგიის ფუძემდებელი“

2021 წლის 12 ნოემბერს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში, შემოქმედებითი გაერთიანება გიმნასიონის ფარგლებში ჩატარდა მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტის პანკილ ნაიმეშკუმარ პარიხის ონლაინ მოხსენება თემაზე „სუშრუტა: ინდური მედიცინისა და ქირურგიის ფუძემდებელი“. მოხსენებაში განხილული იყო უძველესი ინდური სამედიცინო ტრაქტატ „სუშრუტა სამჰიტასის“ მიხედვით ქირურგიული ინსტრუმენტები, პროცედურები, ოპერაციის ტიპები, სამკურნალო წამლის სახეობები და ზოგადად ინდური სამედიცინო სისტემა. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები …