სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის მონაწილეობა მე-19 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში

სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის მონაწილეობა მე-19 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში

2021 წლის 15-17 დეკემბერს, ქალაქ სიედლცეში ონლაინ ფორმატში ჩატარდა მე-19 საერთაშორისო, სამეცნიერო კონფერენცია “Current Challenges for Human Activity” – An Interdisciplinary Approach. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის, კანადის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების 50-ზე მეტმა მეცნიერმა. კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის წევრი და ერთ-ერთი მომხსენებელი გახლდათ სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი …

პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო, პრაქტიკული ონლაინ კონფერენცია

პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო, პრაქტიკული ონლაინ კონფერენცია

2021 წლის 17 დეკემბერს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის ორგანიზებით ჩატარდა  პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო, პრაქტიკული ონლაინ კონფერენცია თემაზე: “მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები”. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტში მოღვაწე მკვლევარებმა, პროფესორებმა და მოწვეულმა სპეციალისტებმა. თითოეული მოხსენების გარშემო  გაიმართა საინტერესო დისკუსია. კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა კონფერენციის მასალებში.

შეხვედრა ევექსის ჰოსპიტლების წარმომადგენლებთან

შეხვედრა ევექსის ჰოსპიტლების წარმომადგენლებთან

2021 წლის 17 დეკემბერს, სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ შეხვედრა „ევექსის ჰოსპიტლების“ წარმომადგენლებთან, რომლის მიზანი იყო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის დასაქმების შესაძლებლობების გაცნობა და მათი კარიერული წინსვლისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება. შეხვედრას ესწრებოდნენ „ევექსის ჰოსპიტლების“ საექთნო მიმართულების განვითარების კოორდინატორი თამარ დაუსი, პერსონალის მართვისა და ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტის დირექტორი ნინო შადური, შერჩევის განყოფილების უფროსი თამარ კაზალიკაშვილი …

სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული ონლაინ კონფერენცია

სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული ონლაინ კონფერენცია

2021 წლის 16 დეკემბერს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის  ორგანიზებით ჩატარდა  სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული ონლაინ კონფერენცია თემაზე: “მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები“. სტუდენტებმა წარმოადგინეს მოხსენებები, რომლებიც ეხებოდა მედიცინის, სტომატოლოგიის, რეაბილიტაციის, ეკონომიკისა და მენეჯმენტის სფეროში კვლევებსა და აქტუალურ საკითხებს. თითოეული გამომსვლელის შემდეგ, განხილული თემის  გარშემო გაიმართა დისკუსია.  კონფერენციის ბოლოს კომისიამ შეაფასა და გამოავლინა საუკეთესო მომხსენებლები: I ადგილი – ნანა …

წიგნის პრეზენტაცია

წიგნის პრეზენტაცია

გამოვიდა პროფესორ თეიმურაზ თავხელიძის წიგნი „ზოგადი პათოლოგია“ მეორე რედაქციით, სადაც განხილულია ზოგადი პათოლოგიური ანატომიისა და ზოგადი პათოლოგიური ფიზიოლოგიის საკითხები. სახელმძღვანელო გამოიცა სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის მიერ. წიგნი განკუთვნილია სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებისა და პათოლოგიის საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის. სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.