ტრეინინგი „სამეცნიერო ელექტრონული ბაზების გამოყენება“

ტრეინინგი „სამეცნიერო ელექტრონული ბაზების გამოყენება“

2022 წლის 5 აპრილს, უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: ,,სამეცნიერო ელექტრონული ბაზების გამოყენება”. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ, ნანა ცერცვაძემ პრაქტიკული მაგალითების სახით წარმოადგინა EBSCO-სა და ELSEVIER-ის სამეცნიერო ბაზებში წყაროების მოძიების და გამოყენების გზები. ტრეინინგს ესწრებოდა ყველა დაინტერესებული პირი.

ღია კარის კვირეული გეომედში

ღია კარის კვირეული გეომედში

2022 წლის 5-8 აპრილს, სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი გიწვევთ ონლაინ ღია კარის კვირეულზე. კვირეულის ფარგლებში აბიტურიენტებს ექნებათ საშუალება ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ საგანმანათლებლო პროგრამებსა და სასწავლო პროცესზე;  მოუსმინონ ფაკულტეტის დეკანებს, პროგრამის ხელმძღვანელებს და ლაივ რეჟიმში დაათვალიერონ უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა და კლინიკები. სტომატოლოგიის ფაკულტეტი- 5 აპრილი, 14:00 საათისტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამაფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი- 6 აპრილი, 14:00 საათისაბაკალავრო …

გეომედის კურსდამთავრებულის წარმატება

გეომედის კურსდამთავრებულის წარმატება

უნივერსიტეტ გეომედის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი პროგრამის კურსდამთავრებულმა, პარნიტა კესარმა წარმატებით ჩააბარა ამერიკის შეერთებული შტატების სამედიცინო სალიცენზიო გამოცდები (USMLE).   უნივერსიტეტი გეომედი ულოცავს მას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს.

გიმნასიონი – „განსხვავებული ხედვა სტომატოლოგიაში, აღმოჩენები და მიღწევები“

გიმნასიონი – „განსხვავებული ხედვა სტომატოლოგიაში, აღმოჩენები და მიღწევები“

2022 წლის 18 მარტს, უნივერსიტეტ გეომედის სააქტო დარბაზში, შემოქმედებითმა გაერთიანება გიმნასიონმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტის ალი აბასსის მოხსენება თემაზე „განსხვავებული ხედვა სტომატოლოგიაში, აღმოჩენები და მიღწევები“. მოხსენების ბოლოს განხილული საკითხის გარშემო გაიმართა საინტერესო დისკუსია.

საქმიანი ვიზიტი ინდოეთში

საქმიანი ვიზიტი ინდოეთში

უნივერსიტეტ გეომედის პროფესორები საქმიანი ვიზიტით ინდოეთს ესტუმრნენ. შეხვედრები გაიმართა უნივერსიტეტების რექტორებთან, პრორექტორებთან, მედიცინის ფაკულტეტის დეკანებთან, კვლევითი დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან და სტუდენტებთან. უნივერსიტეტის დელეგაცია მიიწვია გუჯარათის პარლამენტის ოფიცერმა მედიცინის მიმართულებით ბატონმა ანილ ჩაუჰანმა და გაიმართა საინტერესო საუბარი. მან დიდი მადლობა გადაუხადა სტუმრებს წარმატებული ექიმების აღზრდისათვის და გამოთქვა სურვილი ეწვიოს უნივერსიტეტ გეომედს. მედიცინის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ხათუნა მაკალათია …