სიედლცეს უნივერსიტეტის პროფესორი გეომედს სტუმრობდა

სიედლცეს უნივერსიტეტის პროფესორი გეომედს სტუმრობდა

2022 წლის 3 მაისს, უნივერსიტეტ გეომედს სტუმრობდა სიედლცეს საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორი ბართლომე სუხოდოლსკი. უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრისას, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. მათ შორის, კვლევითი პროექტების განხორციელება, სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამები და თანამშრომლობა “Erasmus+”-ის ფარგლებში. ვიზიტმა საქმიან და მეგობრულ გარემოში ჩაიარა, დაისახა მომავალი თანამშრომლობის გეგმები.

გიმნასიონი – „ადამიანის ენერგეტიკული ცენტრები“

გიმნასიონი – „ადამიანის ენერგეტიკული ცენტრები“

2022 წლის 15 აპრილს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში, შემოქმედებითი გაერთიანება გიმნასიონის ფარგლებში ჩატარდა მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტის სუჯიტ ჯამესბჰაი ვაგჰელას მოხსენება თემაზე: „ადამიანის ენერგეტიკული ცენტრები“. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. მოხსენების ბოლოს განხილული საკითხის გარშემო გაიმართა საინტერესო დისკუსია.

აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამა მაკედონიაში

აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამა მაკედონიაში

უნივერსიტეტ გეომედის ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თორნიკე ხოშტარია, მივლინებული იყო აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარტნიორ უნივერსიტეტში „ამერიკულ კოლეჯი“, სადაც მან ჩაატარა სალექციო კურსი: “Company and Marketing Strategy Partnering to Build Consumer Relationship”. ვიზიტის ფარგლებში პროფესორი თორნიკე ხოშტარია შეხვდა მასპინძელი უნივერსიტეტის რექტორს პროფესორ მარჯან ბოჯაჯიივის და ბიზნესის ფაკულტეტის …

„5 წუთიანი“ კლინიკური ქეისები სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის

„5 წუთიანი“ კლინიკური ქეისები სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის

უნივერსიტეტ გეომედის სტომატოლოგიის ფაკულტეტის მე-3, მე-4 და მე-5 კურსების სტუდენტებს რეგულარულად უტარდებათ კლინიკური „5 წუთიანი“ ქეისების განხილვა. ასეთი სახის ჩართვები პანდემიის პერიოდშიც ტარდებოდა ონლაინ ფორმატში. „5 წუთიან“ შეხვედრებს უძღვებიან უნივერსიტეტის სტომატოლოგიური კლინიკის ექიმები და განიხილავენ კლინიკაში შემოსულ თერაპიულ, ქირურგიულ, ორთოპედიულ და ორთოდონტიულ საინტერესო შემთხვევებს. სტუდენტების მხრიდან დადებითი გამოხმაურება მოყვა „5 წუთიან“ ჩართვებს, რადგან მსგავსი ქეისების …

შიდა საუნივერსიტეტო ჩემპიონატი ჭადრაკში

შიდა საუნივერსიტეტო ჩემპიონატი ჭადრაკში

2022 წლის 1 აპრილს უნივერსიტეტ გეომედის სააქტო დარბაზში ჩატარდა შიდა საუნივერსიტეტო ჩემპიონატი ჭადრაკში. გამოვლინდა გამარჯვებულები: I ადგილი – პანკილ ნაიმეშკუმარ პარიხიII ადგილი – კუმარ კოპალიIII ადგილი – ანკიტი გამარჯვებულები საქართველოს უნივერსიადაზე წარადგენენ უნივერსიტეტ გეომედს.