უნივერსიტეტ გეომედის კიდევ ერთი წარმატებული თანამშრომლობა

უნივერსიტეტ გეომედის კიდევ ერთი წარმატებული თანამშრომლობა

2022 წლის 8 ივნისს, უნივერსიტეტ გეომედსა და საფეხბურთო გუნდ „ირაო“-ს შორის შედგა ურთიერთ თანამშრომლობითი შეხვედრა, სადაც მხარეებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს და შეთანხმდნენ სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურთან

შეხვედრა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურთან

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ორგანიზებით, 2022 წლის 31 მაისს, უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა საინფორმაციო ხასიათის ონლაინ შეხვედრა – „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“, სადაც ელენე მიროტაძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მან მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.

ექსკურსია ყაზბეგში

ექსკურსია ყაზბეგში

2022 წლის 28 მაისს, სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით და ადმინისტრაციის მხარდაჭერით მოეწყო საუნივერსიტეტო ტური ყაზბეგში. სტუდენტებმა დაათვალიერეს იქ არსებული ისტორიულ-კულტურული ძეგლები და ღირსშესანიშნაობები. ტურის ბოლოს გაიმართა ტრადიციული პიკნიკი, სადაც სტუდენტებმა სასიამოვნოთ გაატარეს დრო სხვადასხვა გასართობი აქტივობებით. ექსკურსია შემეცნებითი ხასიათის იყო და სტუდენტთა გაცნობა-დაახლოებას ისახავდა მიზნად.

გეომედის პროფესორმა მონაწილეობა მიიღო გინეკოლოგია-ენდოკრინოლოგიის მე-20 მსოფლიო კონგრესში

გეომედის პროფესორმა მონაწილეობა მიიღო გინეკოლოგია-ენდოკრინოლოგიის მე-20 მსოფლიო კონგრესში

2022 წლის 11-14 მაისს, იტალიის ქალაქ ფლორენციაში, ჩატარდა გინეკოლოგია-ენდოკრინოლოგიის მე-20 მსოფლიო კონგრესი (ISGE), რომელშიც მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები და დარგის მოწინავე ექსპერტ-სპეციალისტები. კონგრესზე მოხსენებით წარსდგა სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის ასისტენტ-პროფესორი ელენე ასანიძე თემებით: „ორსულობის განმეორებითი დანაკარგები პაციენტებში პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომით“ და „მემკვიდრეობითი თრომბოფილია ქართველ ქალებში დაუდგენელი გენეზის ორსულობის დანაკარგებით“.  თემატიკის აქტუალობიდან და კვლევის შედეგად მიღებული სამეცნიერო …

მედიცინა ძველ ეგვიპტეში

მედიცინა ძველ ეგვიპტეში

2022 წლის 20 მაისს, შემოქმედებითი გაერთიანება გიმნასიონის ფარგლებში, უნივერსიტეტ გეომედის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტმა, გიორგი კორაშვილმა გააკეთა მოხსენება თემაზე: „ებერსის პაპირუსის სამკურნალო რეცეპტები“. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. მოხსენების ბოლოს განხილული საკითხის გარშემო გაიმართა საინტერესო დისკუსია.