საჯარო ლექცია

საჯარო ლექცია

3 მაისს უნივერსიტეტ გეომედს ეწვია იტალიის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის (CNR) პროფესორი ჯოვანი როვიელო და ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე „Exploring natural compounds in food as anticancer treatments: curcumin encapsulation in delivery systems based on L-tryptophan amino acid “. ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ლექციამ დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში და გაიმართა საინტერესო დისკუსია. ვიზიტის ფარგლებში …

ერაზმუს + მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალისათვის

1. შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს კონკურსს პარტნიორ ესპანეთის გრანადის უნივერსიტეტში (University of Granada, Spain) ერაზმუს + მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიზნით ადმინისტრაციული პერსონალისათვის 1 (ერთი) ადგილზე. 2. გაცვლითი პროგრამის ხანგრძლივობა – 7 დღე (2023-2024 ს/წ გაზაფხულის სემესტრი, 5 სამუშაო დღე, 2 დღე სამგზავროდ). 3. სააპლიკაციო დოკუმენტების მიღების ვადა – დაინტერესებულმა პირებმა 2023 წლის …

სემინარი სამედიცინო განათლებაში გამოყენებულ შეფასების თანამედროვე მეთოდებზე

სემინარი სამედიცინო განათლებაში გამოყენებულ შეფასების თანამედროვე მეთოდებზე

2023 წლის 28 აპრილს, უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა სემინარი სამედიცინო განათლებაში გამოყენებულ შეფასების თანამედროვე მეთოდებზე: OSPE (ობიექტურად სტრუქტურირებული პრაქტიკული გამოცდა), OSCE (ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა) და Mini-Cex (მინი-კლინიკური სავარჯიშოს შეფასება). სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი. სემინარს უძღვებოდა დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი და AMEE-ს სპეციალისტი სამედიცინო განათლებაში, ასოცირებული პროფესორი მარიამ ველიჯანაშვილი.

ცხადდება კონკურსი საგრანტო სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის მიმართულებით

შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედის სამეცნიერო ფონდი აცხადებს ღია კონკურსს საგრანტო სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის მიმართულებით, შემდეგი პირობებით: I. მოთხოვნები გრანტის წარმდგენის მიმართ1. საგრანტო კონკურსში სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ხელმძღვანელის სტატუსით მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც:ა) არის დოქტორის აკადემიური (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის მქონე ახალგაზრდა მეცნიერი (ხარისხი მინიჭებული აქვს ბოლო 5 …

ცხადდება კონკურსი ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე

I. ცხადდება ღია კონკურსი შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად – 1 ვაკანსია. II. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება 5 (ხუთი) წლის ვადით შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო …