უნივერსიტეტ გეომედსა და 144-ე სკოლას შორის გაფორმებული მემორანდუმი

უნივერსიტეტ გეომედსა და 144-ე სკოლას შორის გაფორმებული მემორანდუმი

უნივერსიტეტ გეომედსა და 144-ე სკოლას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 29/04/2025 – 16/06/2025 მოსწავლეებმა გაიარეს თეორიულ-პრაქტიკული მოსამზადებელი კურსი: პირველად სამედიცინო დახმარებაში, დროის მენეჯმენტში და ლიდერობაში, ლექციები მიმდინარეობდა ყოველკვირეულად და  წარიმართებოდა უნივერსიტეტ გეომედის აფილირებული პროფესორების მიერ. კურსის ბოლოს მათ გადაეცათ სერთიფიკატები.

სამეცნიერო შეხვედრა

სამეცნიერო შეხვედრა

უნივერსიტეტ გეომედის თაოსნობით გაიმართა მორიგი სამეცნიერო შეხვედრა. უნივერსიტეტის მხრიდან მონაწილეობას იღებდნენ უნივერსიტეტის რექტორი, ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, ამავე ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლები, ასევე სტუმრები იტალიიდან, სომხეთიდან და პოლონეთიდან. შეხვედრაზე განხილული იყო მედიცინის სფეროში აქტუალური საკითხები და დაიგეგმა მომავალი ერთობლივი სამეცნიერო კვლევები. შეხვედრა გაიმართა მაღალ პროფესიულ დონეზე.

სტომატოლოგიის ფაკულტეტის შეხვედრა №144 საჯარო სკოლასთან

სტომატოლოგიის ფაკულტეტის შეხვედრა №144 საჯარო სკოლასთან

უნივერსიტეტ გეომედის სტომატოლოგიის ფაკულტეტმა და საუნივერსიტეტო სტომატოლოგიურმა კლინიკამ უმასპინძლა ქ. თბილისის № 144 საჯარო სკოლის მასწავლებლებსა და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს. შეხვედრაზე ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განიხილა სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის მიზნები, შედეგები და მათი მიღწევის გზები, უნივერსიტეტში დანერგილი სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდები, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული. საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკის მედპერსონალმა სტუმრებს სახალისო აქტივობები შესთავაზა.  იყო დისკუსიები და აქტიური …

ვებინარი: How to find the right journal

ვებინარი: How to find the right journal

13 მაისს ელსევიერის ტრენერის Alison Ferrett-ის მიერ ჩატარდა ვებინარი თემაზე: ,,How to find the right journal’’. ტრენერმა ისაუბრა ისეთი გამოწვევის შესახებ, როგორიცაა საუკეთესო ჟურნალის შერჩევა სტატიის გამოსაქვეყნებლად, გაუზიარა მსმენელს საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები. ასევე, განიხილა სტრატეგიები და ინსტრუმენტები, რაც დაეხმარებათ ავტორებს ჟურნალის შერჩევის პროცესში. ვებინარს ესწრებოდნენ უნივერსიტეტ გეომედის მაგისტრატურის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

უნივერსიტეტ გეომედის მენეჯმენტისა და ბიზნესის ლაბორატორიაში ბიზნეს ქეისების კონკურსი გაიმართა

უნივერსიტეტ გეომედის მენეჯმენტისა და ბიზნესის ლაბორატორიაში ბიზნეს ქეისების კონკურსი გაიმართა

8 მაისს მენეჯმენტისა და ბიზნესის ლაბორატორიაში გაიმართა ბიზნეს ქეისების კონკურსი, სადაც მონაწილეობდნენ ჯანდაცვის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი. პირველი ადგილი დაიმსახურეს თამარ სიხუაშვილმა და ლუკა იაკობიძემ მათ გადაეცათ სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები.