ბიბლიოთეკის ბეჭდური ფონდები განახლდა

გაცნობებთ, რომ ბიბლიოთეკის წიგნად ფონდს დაემატა ახალი წიგნები: მამალაძე მ., კორსანტია ნ., სანოძე ლ.-ოპერაციული ოდონტოლოგია. ნაწილი I, I I გამოცემა., 2021. ჩიკვილაძე დ., მეტრეველი დ.- სამედიცინო მიკრობიოლოგია. 2021.

სემინარი თემაზე „რიტორიკა“

2021 წლის 24 დეკემბერს, 16:00 საათზე, დახელოვნებისა და რეზიდენტურის სამსახურის ეგიდით გაიმართება სემინარი თემაზე “რიტორიკა”, რაც ემსახურება მეტყველების კულტურისა და ორატორობის ხელოვნების ძირითადი პრინციპების გაცნობას. სემინარს გაუძღვება სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის ასოცირებული პროფესორი გოჩა მსხილაძე. სემინარი ჩატარდება უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში რეგულაციების სრული დაცვით. ასევე მსურველებს შეუძლიათ დაესწრონ ონლაინ ფორმატში Google Meet პლატფორმის საშუალებით: https://meet.google.com/byp-qquo-wwo

შეხვედრა სტუდენტთა დასაქმების შესაძლებლობების შესახებ

2021 წლის 13 დეკემბერს, 13:00 საათზე ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანსა და კომპანია “დოქტრა”-ს წარმომადგენელს შორის გაიმართება შეხვედრა, რომლის მიზანს წარმოადგენს ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის  ფაკულტეტის სტუდენტებისათვის დასაქმების ფორუმის ჩატარება და კომპანიაში არსებული ვაკანსიების გაცნობა.

სემინარი თემაზე: Towards Successful Scientific Research

2021 წლის 10 დეკემბერს, 15:00 საათზე, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდება სემინარი „Towards Successful Scientific Research“. მომხსენებლები იქნებიან გეომედის აფილირებული ასისტენტ-პროფესორი არიან მატინი და ასოცირებული პროფესორი თორნიკე ხოშტარია. სემინარზე განხილული იქნება კვლევის დაგეგმარება და სტატიის მაღალ რეიტინგულ, საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნების პრაქტიკა. სემინარი ჩატარდება ინგლისურ ენაზე როგორც დასწრებულ, ასევე ონლაინ ფორმატში.

პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

2021 წლის 17 დეკემბერს, სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი ჩაატარებს სამეცნიერო-პრაქტიკულ ონლაინ კონფერენციას თემაზე: “მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები”. მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ნაშრომები ელ. ფოსტაზე conference@geomedi.edu.ge, არაუგვიანეს 2021 წლის 10 დეკემბრისა (იხ. ინსტრუქცია).