უნივერსიტეტ გეომედის პროფესორების სამეცნიერო მიღწევები

უნივერსიტეტ გეომედის პროფესორების სამეცნიერო მიღწევები

უნივერსიტეტ გეომედის აფილირებული პროფესორების, ელენე ასანიძის და ზურაბ ცეცხლაძის თანაავტორობით, უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო გრანტის ფარგლებში (GF-21-01) „International Journal of Reproductive BioMedicine“-ში გამოქვეყნდა სამეცნიერო ნაშრომი “Hyperhomocysteinemia and pregnancy outcomes in women with polycystic ovary syndrome: A case-control study”. ჟურნალის იმფაქტ ფაქტორია 1. 424 და ინდექსირებულია PubMed Central, Scopus და სხვა სამეცნიერო ბაზებში. სტატიის ლინკი: https://ijrm.ir/article-1-2584-en.html …

ტრენინგი პირველკურსელთათვის

ტრენინგი პირველკურსელთათვის

2023 წლის 10 მარტს, ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ – ნანა ცერცვაძემ ონლაინ ფორმატში ჩაატარა შეხვედრა პირველი კურსის ინგლისურენოვან სტუდენტებთან. შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისათვის საბიბლიოთეკო სერვისების გაცნობა, რათა მათ სწრაფად და მარტივად შეძლონ საინტერესო სასწავლო და სამეცნიერო რესურსების მოიძიება. ტრენინგზე საუბარი იყო საერთაშორისო სამეცნიერო ბაზების EBSCO-სა და ELSEVIER-ის მნიშვნელობაზე, მათი გამოყენების გზებისა და წვდომის შესახებ. ასევე, პრაქტიკული …

საჯარო ლექცია: “წინამდებარე ჯირკვლის დაავადებები და სასქესო ორგანოების ანომალიები”

საჯარო ლექცია: “წინამდებარე ჯირკვლის დაავადებები და სასქესო ორგანოების ანომალიები”

2023 წლის 22 მარტს, 4 საათზე, უნივერსიტეტ გეომედში საჯარო ლექციას ჩაატარებს გამოჩენილი ქართველი ექიმი უროლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი და პინეო სამედიცინო ეკოსისტემის უროლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი, ბატონი ავთანდილ იმედაძე. ლექციაზე ის განიხილავს ისეთ აქტუალურ თემებს უროლოგიაში, როგორიცაა: “წინამდებარე ჯირკვლის დაავადებები და სასქესო ორგანოების ანომალიები”. ბატონი ავთანდილს აქვს 40 წლიანი როგორც კლინიკური, ასევე პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება და …

უნივერსიტეტი გეომედი Elsevier-ის ვებინართა ციკლში მონაწილეობდა

უნივერსიტეტი გეომედი Elsevier-ის ვებინართა ციკლში მონაწილეობდა

უნივერსიტეტი გეომედი ჩართულია ვებინარების ციკლში, რომელსაც ატარებენ Elsevier-ის წარმომადგენლები. 2023 წლის 2 და 7 მარტს Elsevier-ის ტრენერის – თამარ გოგუას მიერ ჩატარებულ იქნა ონლაინ ტრენინგები თემებზე: ,,ლიტერატურის ძიება და ავტორის პროფილი Scopus-ში” და ,,ლიტერატურის ძიება ScienceDirect-ში + Mendeley-გზამკვლევი დამწყებთათვის”. ვებინარებზე, რომლებიც მიმდინარეობდა ქართულ ენაზე Zoom-ის პლატფორმაზე, ტრენერმა განიხილა Scopus-სა და ScienceDirect-ში საფუძვლიანი ძიების გზები და …

უნივერსიტეტში EBSCO-ს ელექტრონულ ბაზებში მუშაობის შესახებ კიდევ ერთი ვებინარი ჩატარდა

უნივერსიტეტში EBSCO-ს ელექტრონულ ბაზებში მუშაობის შესახებ კიდევ ერთი ვებინარი ჩატარდა

2023 წლის 14 თებერვალს, უნივერსიტეტ გეომედში გაიმართა ვებინარი თემაზე “სამეცნიერო და სამედიცინო წყაროების მოძიება სრული ტექსტების ბაზაში”, რომელსაც უძღვებოდა EBSCO-ს ელექტრონული ბაზების წარმომადგენელი ირინა სერჟანი. ვებინარი დაეხმარება დაინტერესებულ პირებს მარტივად მოიძიონ საჭირო ინფორმაცია და სამეცნიერო სტატიის სრული ტექსტები, სამეცნიერო ბაზების საძიებო სისტემებში. ვებინარს ესწრებოდნენ უნივერსიტეტის აკადემიური, მოწვეული პერსონალი და სტუდენტები.