2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მაგისტრატურაში მიღების ვადები

I. უნივერსიტეტი აცხადებს რეგისტრაციას 2020–2021 სასწავლო წლისათვის შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

1. „ ჯანდაცვის მენეჯმენტი“
• კვალიფიკაცია – ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი.
2. „ ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია“
• კვალიფიკაცია – ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის მაგისტრი.

II. მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთები მიიღება 07 სექტემბერიდან 18 სექტემბრის ჩათვლით , 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მეფე სოლომონ II-ის ქ. №4 (ყოფილი კრწანისის ქ. №3), პირველი სართული, ტელ: 275 25 13.

III. წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

• განცხადება;
• ნოტარიული წესით დამოწმებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) დანართით (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მაგისტრანტობის კანდიდატისგან (საქართველოს მოქალაქეები) დამოუკიდებელი ობიექტური გარემოების გამო დიპლომის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, წარსადგენია შესაბამისი უსდ-ის მიერ გაცემული და სათანადოდ დამოწმებული ცნობა მინიჭებული კვალიფიკაციის შესახებ;
• პირადობის მოწმობის ასლი;
• 2 ფოტოსურათი – (3/4-ზე) და CD-დისკი;
• ვაჟებისათვის – სამხედროს მიწერის მოწმობის ასლი.

IV.სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობა:
1. გამოცდა სპეციალობაში

• სამაგისტრო პროგრამა: „ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია“ – 21.09.2020წ., 10.00 სთ.
• სამაგისტრო პროგრამა: „ჯანდაცვის მენეჯმენტი“ – 21.09.2020, 12.00 სთ.

(გამოცდის მაქსიმალური ქულა -100, მინიმალური – 51%)

– შედეგების გამოცხადება – 21 სექტემბერს 15:00 სთ;
_ გამოცდის შედეგების გასაჩივრება და სააპელაციო განცხადებების წარდგენა – 21 სექტემბერს 15:00 სთ-დან 18:00 სთ.-მდე.
– აპელაციის შედეგების გამოცხადება – 23 სექტემბერს 11:00 სთ.

2. გამოცდა ინგლისურ ენაში (B2 დონე) – 24 სექტემბერი, 11:00 სთ.

(ინგლი¬სური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის/სერტიფიკატის წარ¬მოდ¬გენის შემთხვევაში მაგისტრანტობის კანდიდატი გათავისუფლდება ინგლისური ენის გამოცდისაგან).

(გამოცდის მაქსიმალური ქულა -74, მინიმალური – 51 %).

– შედეგების გამოცხადება – 24 სექტემბერს 15:00 სთ;
– შედეგების გასაჩივრება და სააპელაციო განცხადებების წარდგენა– 24 სექტემბერს, 15:00 სთ-დან 18:00 სთ.-მდე.
– აპელაციის შედეგების გამოცხადება – 28 სექტემბერს 11:00 სთ.

• მისაღები გამოცდების შედეგების გაცნობა და კონტრაქტის გაფორმება – 29 სექტემბერს 10:00 სთ.

V. უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩარიცხვის წინაპირობაა ქართულ ენაში ტესტირების წარმატებით გავლა. ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში მაგისტრანტობის კანდიდატი გათავისუფლდება ქართულ ენაში ტესტირებიდან.
ტესტირება ქართულ ენაში ჩატარდება საბუთების მიღებამდე.

ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სპეციალობის საგამოცდო საკითხები
ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის სამაგისტრო პროგრამის სპეციალობის საგამოცდო საკითხები

Facebooktwittergoogle_pluspinterestlinkedinmail