ინდოეთის 74-ე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

2020 წლის 15 აგვისტოს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის ორგანიზებით, ონლაინ რეჟიმში გაიმართა ინდოეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება.
ღონისძიება გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა უნივერსიტეტ გეომედის რექტორმა, პროფესორმა მარინა ფირცხალავამ. ასევე სიტყვით გამოვიდნენ ინდოეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთსა და საქართველოში ბატონი ქიშან დენ დევალი; საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინდოეთის რესპუბლიკაში ბატონი არჩილ ძულიაშვილი; ინდოეთის რესპუბლიკის ბიჰარის შტატის ექს-დეპუტატი და „SIS“ ჯგუფის დამფუძნებელი ბატონი რევინდრა ქიშორ შინჰა; სუბჰარტის უნივერსიტეტის დამფუძნებელი დოქტორი ათულ ბათნაგარი და სხვა საპატიო სტუმრები.
ღონისძიების ფარგლებში სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის ინდოელმა სტუდენტებმა საინტერესოდ წარმოაჩინეს ინდური კულტურა და ტრადიციები, შესრულებული იქნა არაერთი ინდური ცეკვა თუ მუსიკა.
შეხვედრის დასასრულს საპატიო სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტ გეომედის რექტორს, სტუდენტებს და ღონისძიების ორგანიზატორებს. ინდოეთის 74-ე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა მეგობრულ და საზეიმო ვითარებაში.

independence day
independence day
independence day

Facebooktwittergoogle_pluspinterestlinkedinmail