სტუდენტთა თეორიული და პრაქტიკული ონლაინ კონფერენცია

2020 წლის 17 ივლისს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა სტუდენტთა თეორიული და პრაქტიკული ონლაინ კონფერენცია თემაზე: “მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები”. კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მარინა ფირცხალავამ. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო კვლევები და მოხსენებები მედიცინისა და ჯანდაცვის სფეროს აქტუალურ საკითხებზე. თითოეული გამომსვლელის შემდეგ, განხილული თემის გარშემო გაიმართა დისკუსია. კონფერენციის ბოლოს, კომისიამ შეაფასა მომხსენებლები და გამოავლინა საუკეთესო მომხსენებლები:
„საუკეთესო პრეზენტაციის“ ტიტული მიენიჭა თემას: „ხარისხის მართვის ინდიკატორები ჰოსპიტალურ სექტორში“- ნინო ჯიბლაძე, ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი, მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი.

I ადგილი – მარიამ ჭულუხაძე (ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი);

II ადგილი – აკაკი კირჩხელი (მედიცინის ფაკულტეტი);

III ადგილი – ფიზა ნოშადი (მედიცინის ფაკულტეტი).
რექტორის სპეციალური ჯილდო- ნიკოლოზ მოდებაძე (ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი)
ჟიურის სიმპათია – ვიქტორია უგრეხელიძე ( სტომატოლოგიის ფაკულტეტი).
მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები, ხოლო გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სტიპენდიით. ნაშრომები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის კონფერენციის მასალებში.

webconference
webconference
webconference
webconference

Facebooktwittergoogle_pluspinterestlinkedinmail