შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში რიგგარეშე მობილობის განმახორციელებელი სტუდენტების საყურადღებოდ!

შპს „თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი“-ს სტუდენტებისათვის რიგგარეშე მობილობა განხორციელდება გამარტივებული წესით.
1. აღნიშნული უნივერსიტეტის სტუდენტების შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში გამოცხადების, მობილობის თაობაზე წერილობითი განაცხადისა და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადა: 2020 წლის 8 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით, 10 სთ-დან – 17 სთ-მდე.

წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:

• პირადობის მოწმობის ასლი
• ატესტატის დამოწმებული ასლი
• სტუდენტის სასწავლო ბარათის/ნიშნების ფურცლის დამოწმებული ასლი
• სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ბრძანებების დამოწმებული ასლები
• სტუდენტის სტატუსის ცნობა
• 4 ფოტოსურათი 3X4-ზე
• სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის)

2. შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის მიერ აღიარებული კრედიტების თაობაზე სტუდენტის მიერ წერილობითი განცხადებით დადასტურების (თანხმობა/უარი) ვადა: 2020 წლის 16 ივლისი.

მისამართი: მეფე სოლომონ II-ის ქ. №4 (ყოფილი კრწანისის ქ. №3), მესამე სართული, ოთახი №304.
ტელეფონი: +995 32 275 25 20
მობილური: +995 599 17 95 72
ელ. ფოსტა: info@geomedi.edu.ge

Facebooktwittergoogle_pluspinterestlinkedinmail