ცხადდება კონკურსი

I. საქართველოს კანონის უმაღლესი განათლების შესახებ 372-ე მუხლის, შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედის წესდების მე-10 მუხლის, ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დებულების მე-9 მუხლის და შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედის აკადემიური საბჭოს სხდომის 2020 წლის 05 ივნისის ოქმი #06-ის საფუძველზე გამოცხადდეს ღია კონკურსი შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად – 7 ვაკანსია.

II. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება 5 (ხუთი) წლის ვადით შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში.

III. კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ე) ავტობიოგრაფია CV;
ვ) ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების სია;
ზ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის და საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში.
თ) ინგლისური ენის (B2 დონე) ფლობის დამადასტურებელი სერთიფიკატი/ან შიდა ტესტირების შედეგი.

IV. საკონკურსო კომისია ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობას. საკონკურსო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში საკონკურსო განცხადება მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.
V. კონკურსანტმა, რომელიც ვერ წარმოადგენს ინგლისური ენის (B2 დონე) ფლობის დამადასტურებელ სერთიფიკატს, უნდა გაიაროს ტესტირება ინგლისურ ენაში.
VI. კონკურსი გამოცხადდეს 2020 წლის 08 ივნისს.
VII. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2020 წლის 14 ივლისიდან 2020 წლის 24 ივლისის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 10-დან 17 საათამდე;
VIII.ტესტირება ინგლისურ ენაში ჩატარდეს 2020 წლის 27 ივლისს, 10.00 სთ -17.00 სთ.
IX.გასაუბრება ჩატარდეს 28 ივლისს (10.00 სთ -17.00 სთ).
X. კონკურსის შედეგები გამოცხადდეს 2020 წლის 29 ივლისს.

XI. კონკურსის შედეგების გასაჩივრების ვადა განისაზღვროს 2020 წლის 30 ივლისის 17 საათამდე; 2020 წლის 31 ივლისი – 01 აგვისტო დაეთმოს სააპელაციო კომისიის მუშაობას.
XII. სამეცნიერო თანამდებობაზე არჩევა მოხდება რეიტინგული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით დაგროვებული ქულების შესაბამისად.

1.სამეცნიერო სტატია (ბოლო 10 წლის განმავლობაში):

ა) იმპაქტ-ფაქტორიან ჟურნალში გამოქვეყნებულ ყოველ სტატიაზე – 10 ქულა.
ბ)რეფერირებად (peer-reviewed) და საერთაშორისო ელექტრონულ ბაზებში ინდექსირებულ ჟურნალებში/საერთაშორისო კრებულებში (ელექტრონული ჟურნალების/კრებულების ჩათვლით) გამოქვეყნებულ ყოველ სტატიაზე – 5 ქულა;

2.სამეცნიერო – კვლევით პროექტებში მონაწილეობა (ბოლო 10 წლის განმავლობაში)-5 ქულა.
3. ჩართულობა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო გრანტებში – 5 ქულა.
4. სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა (ბოლო 10 წლის განმავლობაში) – 5 ქულა;
5. გასაუბრება სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის თაობაზე- 10 ქულა.

განცხადების ფორმა

ვებ-გვერდი: www.geomedi.edu.ge

ელ.ფოსტა: info@geomedi.edu.ge

ტელ.: 2 75 25 20

Facebooktwittergoogle_pluspinterestlinkedinmail