შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში რიგგარეშე მობილობის განმახორციელებელი სტუდენტების საყურადღებოდ!

შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის რიგგარეშე მობილობა განხორციელდება გამარტივებული წესით.

1. აღნიშნული უნივერსიტეტის სტუდენტების შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში გამოცხადების, მობილობის თაობაზე წერილობითი განაცხადისა და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადა: 2020 წლის 24 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, 10 სთ-დან – 17 სთ-მდე.

წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:

• პირადობის მოწმობის ასლი
• ატესტატის დამოწმებული ასლი
• სტუდენტის სასწავლო ბარათის/ნიშნების ფურცლის დამოწმებული ასლი
• სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ბრძანებების დამოწმებული ასლები
• სტუდენტის სტატუსის ცნობა
• 4 ფოტოსურათი 3X4-ზე
• სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის)
2. შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის მიერ აღიარებული კრედიტების თაობაზე სტუდენტის მიერ წერილობითი განცხადებით დადასტურების (თანხმობა/უარი) ვადა: 2020 წლის 5 მარტი.

მისამართი: მეფე სოლომონ II-ის ქ. №4 (ყოფილი კრწანისის ქ. №3), მესამე სართული, ოთახი №304.
ტელეფონი: +995 32 275 25 20
მობილური: +995 599 17 95 72
ელ. ფოსტა: info@geomedi.edu.ge

Facebooktwittergoogle_pluspinterestlinkedinmail