შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში 2019-2020 ს/წ გაზაფხულის სემესტრში მობილობის განმახორციელებელი სტუდენტების საყურადღებოდ!

1. მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა – 2020 წლის 22 იანვრიდან 2020 წლის 5 თებერვლის 18:00 სთ-მდე.
2. დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში გამოცხადების, მობილობის თაობაზე წერილობითი განაცხადისა და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადა: 2020 წლის 12 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით, 10 სთ-დან – 17სთ-მდე.

წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:

• პირადობის მოწმობის ასლი
• ატესტატის დამოწმებული ასლი
• სტუდენტის სასწავლო ბარათის/ნიშნების ფურცლის დამოწმებული ასლი
• სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ბრძანებების დამოწმებული ასლები
• სტუდენტის სტატუსის ცნობა
• 4 ფოტოსურათი 3X4-ზე
• სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის)

3. შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის მიერ აღიარებული კრედიტების თაობაზე სტუდენტის მიერ წერილობითი განცხადებით დადასტურების (თანხმობა/უარი) ვადა: 2020 წლის 18 თებერვალი.

მისამართი: მეფე სოლომონ II-ის ქ. №4 (ყოფილი კრწანისის ქ. №3), მესამე სართული, ოთახი №304.
ტელეფონი: +995 32 275 25 20
მობილური: +995 599 17 95 72
ელ. ფოსტა: info@geomedi.edu.ge

Facebooktwittergoogle_pluspinterestlinkedinmail