სტუდენტთა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

2019 წლის 19 დეკემბერს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: „მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები“. კონფერენცია გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მარინა ფირცხალავამ. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო კვლევები და მოხსენებები მედიცინისა და ჯანდაცვის სფეროს აქტუალურ საკითხებზე. თითოეული გამომსვლელის შემდეგ გაიმართა დისკუსია განხილული თემების გარშემო. კონფერენციის ბოლოს, კომისიამ შეაფასა მომხსენებლები და გამოავლინა საუკეთესო პრეზენტაციის ავტორები.

„საუკეთესო პრეზენტაციის“ ტიტული მიენიჭა თემას: „დეპრესიისა და ეპილეფსიის კომორბიდულობის კვლევა ცხოველურ მოდელებში“ – ირაკლი გოგიაშვილი (მედიცინის ფაკულტეტი)
I ადგილი – გიორგი გაბუნია (სტომატოლოგიის ფაკულტეტი);
II ადგილი – ნიკოლოზ მოდებაძე (ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი)
III ადგილი – ნანუკა გაგნიძე (სტომატოლოგიის ფაკულტეტი).
რექტორის სპეციალური ჯილდო- დევაშიშ როი (მედიცინის ფაკულტეტი)
ჟიურის სიმპათია – ლილი გოგნაძე/მარიამ ჭულუხაძე (ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი).

გამარჯვებულებს გადაეცათ სერთიფიკატები. საუკეთესო მოხსენებები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალში.


Facebooktwittergoogle_pluspinterestlinkedinmail