სამეცნიერო, თეორიული და პრაქტიკული კონფერენცია

2019 წლის 18 დეკემბერს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა სამეცნიერო, თეორიული და პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: “მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები”. კონფერენცია გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მარინა ფირცხალავამ. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტში მოღვაწე მკვლევარებმა და პროფესორებმა. მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია. მოხსენებები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალში.


Facebooktwittergoogle_pluspinterestlinkedinmail