განცხადება

I. შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს კონკურსს საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკის: ექიმი- თერაპევტის; ექიმი – ქირურგის; ექიმი-ორთოპედის;
ექიმი-ორთოდონტის
შერჩევის მიზნით.

II. კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
2. ავტობიოგრაფია cv;
3. პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი.
4. უმაღლესი განათლებისა (დიპლომირებული სტომატოლოგის აკადემიური ხარისხი) და სამეცნიერო ხარისხის (არსებობის შემთხვევაში) დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
5. კლინიკური დისციპლინის შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი;
6. 5 წლის კლინიკური მუშაობის გამოცდილება.
7. სამოტივაციო წერილი.

კანდიდატს უნდა გააჩნდეს:

• დისციპლინა
• გუნდური მუშაობის უნარი
• ორგანიზებულობა

III. კანდიდატი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

• სამუშაო გამოცდილება
• სამოტივაციო წერილი
• გასაუბრება

კომისიის წევრს აქვს უფლება თითო კრიტერიუმში კანდიდატს მიანიჭოს 1 ქულა.

IV. შერჩევა მოხდება კრიტერიუმების მიხედვით დაგროვებული ქულების შესაბამისად. მაქსიმალური ქულა 9. გამსვლელი ქულა 7.

V. დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს მიმდინარე წლის 25 ნოემბრიდან
2 დეკემბრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 10-დან 18 საათამდე.
VI. გასაუბრება ჩატარდება მიმდინარე წლის 05 დეკემბერს, 15.00 საათზე.
VII. კანდიდატის შერჩევა განხორციელდება მიმდინარე წლის 06 დეკემბერს.

ელ.ფოსტა: info@geomedi.edu.ge
ტელ.: 2 75 25 20, მობ.: 599 17 95 72

Facebooktwittergoogle_pluspinterestlinkedinmail