საინფორმაციო-საგანმანათლებლო კონფერენცია ,,სპორტსმენი 365″

2019 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა (GENOC) და ოლიმპიური აკადემიის (GENOA) და უნივერსიტეტ გეომედის ერთობლივი ინიციატივით უნივერსიტეტში ჩატარდა საინფორმაციო-საგანმანათლებლო კონფერენცია ,,სპორტსმენი 365″.

ღონისძიების მთავარი მიზანი იყო სტუდენტების ინფორმირება სოკ-ის საგანმანათლებლო პლატფორმისა დაოლიმპიური მოძრაობის ღირებულებებისა და მიზნების შესახებ. კონფერენციის მონაწილეებმა მოისმინეს მოწვეულ ექსპერტთა ლექციები ყველა იმ მნიშვნელოვან თემებზე, რომლებიც განხილულია “სპორტსმენი365” პლატფორმაზე, კერძოდ ოლიმპიური მოძრაობა, თანამედროვე ოლიმპიური თამაშები, დოპინგი და მისი ზეგავლენა სპორტსმენთა ჯანმრთელობასა და შედეგებზე, შშმ პირთა პრობლემები, მათი მოტივაცია, სპორტსმენთა სწორი კვება და მისი მნიშვნელობა წარმატებულ სპორტულ კარიერაში, სპორტული ტრავმები, მათი პრევენციის მეთოდები და სხვა.

აღნიშნულ თემებზე საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს სოა-ის პრეზიდენტმა ლელა აფციაურმა, ანტიდოპინგური სააგენტოს ვიცე პრეზიდენტმა თეიმურაზ უკლებამ, ექიმმა ნუტრიციოლოგმა პროფ. ქეთევან ბერიძემ, სეოკის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა რუსუდან აფციაურმა, ექიმმა რეაბილიტოლოგმა თეა ადამიამ და სხვებმა.

მონაწილეებს სამახსოვროდ გადაეცათ მაისურები “სპორტსმენი365” ემბლემით და სეოკ -ისა და სოა-ის სერთიფიკატები.

365
365
365
365
365

Facebooktwittergoogle_pluspinterestlinkedinmail