საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

2019 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა.
სხდომაზე განხილული იქნა მედიცინის აკადემიური დოქტორის, უნივერსიტეტ გეომედის პროფესორისა და სიმულაციური მედიცინის კლინიკის დირექტორის არჩილ კაპანაძის მოხსენება: „რამდენიმე მოსაზრება პათოლოგიური დამოკიდებულების ფილოსოფიურ და ანთროპოლოგიურ ასპექტებზე“.

სხდომას თავმჯდომარეობდა აკადემიკოსი რამაზ ხუროძე. მოხსენების შემდეგ გაიმართა ინტენსიური კამათი თემის გარშემო. შეკითხვები დასვეს აკადემიკოსმა ნ. მითაგვაერიამ, აკადემიკოსმა თ.სადუნიშვილმა, აკადემიკოსმა ლ.ჯაფარიძემ, აკად. წ/კ გ.გაბრიჩიძემ, აკად. წ/კ ა.დიდებულიძემ, პროფ. ნ.ქევხიშვილმა, აკადემიკოსმა რ.ხუროძემ, პროფ. გ.აბდუშელიშვილმა. ყველა შეკითხვაზე მომხსენებელმა გასცა არგუმენტებული და ამომწურავი პასუხი. მოხსენების გარშემო აზრი გამოთქვეს პროფესორმა მ.ფირცხალავამ, აკადემიკოსმა ლ.ჯაფარიძემ, პროფესორმა ზ.ზურაბაშვილმა, დოქტორმა გ. ლეჟავამ, აკადემიკოსმა რ.ხუროძემ, რომლებმაც ხაზი გაუსვეს მოხსენების მაღალ, სამეცნიერო ხარისხს და წარმოდგენილი თემისადმი დიდ ინტერესს.

დასკვნები:

• სიამოვნება სიცოცხლის საერთო ატრიბუტია;
• სიამოვნებისაკენ ასიმპტოტური სწრაფვა არის ევოლუციური პროცესის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა;
• ადამიანი განსხვავდება სხვა ცოცხალისაგან საკუთარი სიამოვნების მართვის უნარით;
• კულტურა არის ადამიანის სიამოვნების შეზღუდვის (ორგანიზების) ტრადიცია;
• პათოლოგიური დამოკიდებულება არის სწრაფვა სიამოვნების მისაღწევად.

დაადგინეს:
1. მოწონებული იქნეს წარმოდგენილი მოხსენება.
2. მიზანშეწონილად ჩაითვალოს, რათა წარმოდგენილი მასალით პროფესორი არჩილ კაპანაძე წარსდგეს აკადემიის განყოფილებების გაერთიანებულ სხდომაზე.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ: http://science.org.ge/?p=5918

პროფესორ არჩილ კაპანაძის მოხსენება:https://geomedi.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/Several%20Considerations%20about%20Philosophic%20and%20Anthropologic%20aspects%20of%20Addiction%20geo.pdf

sxdoma mecnierebata akademiashi
sxdoma mecnierebata akademiashi
vsxdoma mecnierebata akademiashi

Facebooktwittergoogle_pluspinterestlinkedinmail