საინფორმაციო ტური ტექნოპარკში

2019 წლის 17 ოქტომბერს უნივერსიტეტ გეომედის ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის მოეწყო საინფორმაციო ტური ტექნოპარკში.
სტუდენტებმა დაათვალიერეს მაღალტექნოლოგიური დანადგარები და მიიღეს ინფორმაცია მათი მუშაობის პრინციპებზე. გაეცნენ ტექნოპარკის ფუნქციებს და მიღწევებს. მიიღეს ინფორმაცია ტექნოპარკის მიერ განხორციელებულ პროექტებზე.
ტექნოპარკი არის სივრცე, სადაც თავმოყრილია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები, რაც წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული იდეებისა და ბიზნესების განვითარებისთვის.
საინფორმაციო ტური უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურისა და ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა.

visit to techpark1
visit to techpark2
visit to techpark3

Facebooktwittergoogle_pluspinterestlinkedinmail