სემინარი „ოლიმპიური განათლება & სპორტსმენი 365“

ა/წ 17 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური აკადემია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით უნივერსიტეტ გეომედში ჩაატარებს სემინარს „ოლიმპიური განათლება & სპორტსმენი 365“.

სემინარის მთავარი საკითხებია: სპორტული კვების მნიშვნელობა წარმატებულ სპორტულ კარიერაში, შშმ სპორტსმენების სოციალური ადაპტაციის საკითხები, სპორტული ტრავმები და მათი პრევენციის მეთოდები, დოპინგის გავლენა სპორტსმენის ჯანმრთელობაზე და სხვა მნიშვნელოვანი თემები.
სემინარს წარუძღვებიან: ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსიკო აფციაური; საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტი თეიმურაზ უკლება; პროფესორი ქეთევან ბერიძე; საქართველოს პარალიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი თეა ადამია; ეროვნული პარალიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი თინათინ რევაზაშვილი; პარასპორტსმენი თემურ დადიანი და ეროვნული ოლიმპიური აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი ლელა აფციაური.

ღონისძიება ჩატარდება 11:00 საათზე, 103 აუდიტორიაში. დასწრება თავისუფალია
მისამართი: თბილისი, მეფე სოლომონ II-ის ქუჩა №4; (ყოფილი კრწანისის ქუჩა №3)

Facebooktwittergoogle_pluspinterestlinkedinmail