გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას!

1

2019 წლის 30 სექტემბერს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში პირველი კურსის სტუდენტებისთვის გაცნობითი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა, ოფიციალურად გახსნა და სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა უნივერსიტეტ გეომედის რექტორმა, პროფესორმა მარინა ფირცხალავამ. შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრიის წარმომადგენლები და პროფესორ-მასწავლებლები. პირველკურსელებს სიტყვით მიმართა სტუდენტთა ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბატონმა მერაბ მერაბიშვილმა.
უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელმა, ნიკა მოდებაძემ, აუდიტორიას წარუდგინა თვითმმართველობის მიერ უკვე განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, ასევე, სტუდენტური თვითმმართველობის სტრუქტურა და ხელმძღვანელები. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, პირველ კურსელებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები და გადაინაცვლეს აუდიტორიებში, სადაც მათ ფაკულტეტის დეკანებმა გააცნეს ინფორმაცია სწავლის პროცესისა და უნივერსიტეტის შესახებ.

2

3

4

Facebooktwittergoogle_pluspinterestlinkedinmail