ja

2019 წლის 17-18 იანვარს გაერთიანებული სამეფოს ქალაქ ბრისტოლში ჩატარდა გადაუდებელი მედიცინის სამეფო კოლეჯის მიერ ორგანიზებული გადაუდებელი მედიცინის აკადემიური ტრენინგი და გადაუდებელი მედიცინის კლინიკური ტრენინგი, რომელშიც ოფიციალური მიწვევით მონაწილეობა მიიღო სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტმა ჯასვანტ სინგჰმა. ასევე მან გაიარა კლინიკური პრაქტიკის კურსები ლონდონის ჰოსპიტლის საუნივერსიტეტო კოლეჯისა და დედოფალ ელიზაბეტის ჰოსპიტლის სასწრაფო მზრუნველობის დეპარტამენტში.

2019 წლის 21 თებერვალს ქალაქ ლონდონში ევროპის რესპირატორული საზოგადოების (ERS)  მიწვევით ჯასვანტ სინგჰმა მონაწილეობა მიიღო სემინარში ,,ფილტვის ინტერსტიციული და ობსტრუქციული დაავადებების ზუსტი მედიცინის თანამედროვე მიღწევები”.

ყველა ზემოთ აღნიშნულ ღონისძიებებში ჯასვანტ სინგჰი წარმოადგენდა სასწავლო უნივერსიტეტ გეომედს და საქართველოდან ერთადერთი მონაწილე იყო.
001

002

003

004

005


 

Facebooktwittergoogle_pluspinterestlinkedinmail