საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

2019 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა. სხდომაზე განხილული იქნა მედიცინის აკადემიური დოქტორის, უნივერსიტეტ გეომედის პროფესორისა და სიმულაციური მედიცინის კლინიკის დირექტორის არჩილ კაპანაძის მოხსენება: „რამდენიმე მოსაზრება პათოლოგიური დამოკიდებულების ფილოსოფიურ და ანთროპოლოგიურ ასპექტებზე“. სხდომას თავმჯდომარეობდა აკადემიკოსი რამაზ ხუროძე. მოხსენების შემდეგ გაიმართა ინტენსიური კამათი თემის გარშემო. …