ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის სტუდენტების პროფესიული ტური სასტუმრო მარიოტში

2019 წლის 4 ოქტომბერს უნივერსიტეტ გეომედის ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის მოეწყო პროფესიული ტური სასტუმროში „თბილისი მარიოტი“ სასტუმრო „მარიოტის“ კორპორაციული გაყიდვების აღმასრულებელმა ბ-ტ. თორნიკე ლაბუჩიძემ სტუდენტებს წარმატებული ამერიკული კომპანიის მენეჯმენტის სპეციფიკა გააცნო და მათ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. პროფესიული ტური ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტისა და სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურის ერთობლივი ძალისხმევით გაიმართა.