კიდევ ერთი სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნდა გეომედის აფილირებული პროფესორის ავტორობით

უნივერსიტეტ გეომედის აფილირებული პროფესორის, ვალენტინა მიტოვას ავტორობით, ჟურნალ „Coatings (MDPI)“-ში (Current Impact Factor – 3.236) გამოქვეყნდა სამეცნიერო ნაშრომი “Influence of Synthetic Conditions on the Crystal Structure, Optical and Magnetic Properties of o-EuFeO3 Nanoparticles”. სტატიის ლინკი: https://www.mdpi.com/2079-6412/13/6/1082

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე-19 საერთაშორისო კონგრესი

28-29 ივლისს ბათუმში ტარდება საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე-19 საერთაშორისო კონგრესი. მონაწილეობის მიღების მსურველებს შეგიძლიათ იხილოთ წინასწარი პროგრამა და დარეგისტრირდეთ შემდეგ ლინკზე: http://gsa.ge შეკითხვების შემთხვევაში მიაკითხეთ სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანატს.

სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი ახალგაზრდა ოლიმპიელი ელჩების 63-ე საერთაშორისო სესიაზე

2023 წლის 09-22 ივნისს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი გიორგი კეკელია, მონაწილეობას მიიღებს საბერძნეთის ქ. ოლომპიაში ახალგაზრდა ოლიმპიელი ელჩების 63-ე საერთაშორისო სესიის მუშაობაში. პროგრამა ხორციელდება სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური აკადემიის ხელშეწყობით.

ერაზმუს + მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალისათვის

1. შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს კონკურსს პარტნიორ ესპანეთის გრანადის უნივერსიტეტში (University of Granada, Spain) ერაზმუს + მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიზნით ადმინისტრაციული პერსონალისათვის 1 (ერთი) ადგილზე. 2. გაცვლითი პროგრამის ხანგრძლივობა – 7 დღე (2023-2024 ს/წ გაზაფხულის სემესტრი, 5 სამუშაო დღე, 2 დღე სამგზავროდ). 3. სააპლიკაციო დოკუმენტების მიღების ვადა – დაინტერესებულმა პირებმა 2023 წლის …

სტუდენტური თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია

2023 წლის 9 ივნისს, სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი ჩაატარებს სტუდენტურ თეორიულ-პრაქტიკულ კონფერენციას. აბსტრაქტების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 30 მაისი, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: conference@geomedi.edu.ge თანდართული დოკუმენტები:მოთხოვნები სტუდენტების საკონფერენციო ნაშრომზესტუდენტის კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ ხელმძღვანელის თანხმობის ფორმა