გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

I. შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს ღია კონკურსს სამართლის ფაკულტეტზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: კერძო/ბიზნეს სამართლის მიმართულებით: ასოცირებული პროფესორი – 1 ასისტენტი – 1 საჯარო სამართლის მიმართულებით: ასოცირებული პროფესორი – 2 ასისტენტ-პროფესორი -2 ასისტენტი – 3 სისხლის სამართლის მიმართულებით: პროფესორი – 1 ასოცირებული პროფესორი – 2 ასისტენტი – 1 II. …

ექსკურსია – 2017

2017 წლის 3 ივნისს, უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ადმინისტრაციისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით მოეწყო ექსკურსია ძამას ხეობაში. სტუდენტებმა დაათვალიერეს იქ არსებული ღირსშესანიშნაობები. ღონისძიების მიზანი იყო სტუდენტებისთვის ქვეყნის ისტორიულ-კულტურულ ძეგლთა გაცნობა, სტუდენტებს შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობა.

უნივერსიტეტ გეომედის სტომატოლოგიისა და ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტების გამოსაშვები ღონისძიება

2017 წლის 9 ივნისს უნივერსიტეტ გეომედში გაიმართა სტომატოლოგიისა და ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტების გამოსაშვები ღონისძიება.

უნივერსიტეტ გეომედის ჩემპიონატი ჭადრაკში

2017 წლის 18 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით, უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით და ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ჩატარდა უნივერსიტეტ გეომედის პირველობა ჭადრაკში. ადგილები ასე განაწილდა: I ადგილი – ირაკლი ჯებაშვილი II ადგილი – პანკილ პარიხ III ადგილი – ვიას დიიფ ჩემპიონატის ჩატარების მიზანი იყო უნივერსიტეტში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და ჭადრაკის ნაკრები გუნდისთვის კანდიდატების შერჩევა.

უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

2017 წლის 25 მაისს, უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია. გამოვლინდენ საუკეთესო მომხსენებლები, რომლებიც დაჯილდოვდნენ სტიპენდიით. გრან პრი – ნინო სტეფნაძე (ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი, I კურსი) I ადგილი – ჯამვეჩა დჰიეი სუნილბჰაი (მედიცინის ფაკულტეტის, II კურსი) (Dhyey Janvecha Sunilbhai) II ადგილი – სანჯეევ მენონ რამაშბჰაი (მედიცინის ფაკულტეტის, II კურსი) …