ტრენინგი პირველკურსელთათვის

ტრენინგი პირველკურსელთათვის

2024 წლის 15 იანვარს მედიცინის ფაკულტეტის პირველი კურსის ინგლისურენოვანი სტუდენტებისათვის ტრენინგი ჩაატარა ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ-ნანა ცერცვაძემ. შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისთვის ბიბლიოთეკის სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ტრენინგზე საუბარი იყო ელექტრონულ კატალოგსა და ბიბლიოთეკაში რესურსების მოძიების გზების, საერთაშორისო სამეცნიერო ბაზების EBSCO-სა და ELSEVIER-ის მნიშვნელობის და გამოყენების შესახებ და ა.შ.

ვებინარი EBSCO-ს ელექტრონული ბაზების შესახებ

ვებინარი EBSCO-ს ელექტრონული ბაზების შესახებ

2024 წლის 8 იანვარს EBSCO-ს ტრენერის ირინა სერჟანის მიერ ჩატარდა ონლაინ ვებინარი თემაზე: ,,Search for scientific medical information in full-text electronic journals and books, available at Teaching University Geomedi”. ტრენერმა ვებინარზე განიხილა შემდეგი საკითხები: ძიების ძირითადი და გაფართოებული სტრატეგიების შექმნა; როგორ მოვიძიოთ და ჩამოვტვირტოთ სტატიები, მოვახდინოთ ციტირება და შედეგების ექსპორტი; ელექტრონული წიგნების ჩამოტვირთვის მახასიათებლები და …

სტუდენტური თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია

სტუდენტური თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია

2023 წლის 21 დეკემბერს, უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია, სადაც სტუდენტებმა წარმოადგინეს მოხსენებები და კვლევები მედიცინის, სტომატოლოგიის, რეაბილიტაციის, ეკონომიკისა და მენეჯმენტის სფეროში. თითოეული გამომსვლელის შემდეგ, განხილული თემის გარშემო გაიმართა დისკუსია. კონფერენციის ბოლოს ჟიურიმ შეაფასა და გამოავლინა საუკეთესო მომხსენებლები: I ადგილი – პუჯა ჰიტეშბჰაი რაჯპუტ (მედიცინის ფაკულტეტი) II ადგილი – გიორგი ჭკადუა (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო …

საცდელი წვდომა EBSCO-ს ახალ ბაზაზე

საცდელი წვდომა EBSCO-ს ახალ ბაზაზე

გაცნობებთ, რომ EBSCO-ს მიერ გაგვიაქტიურდა საცდელი წვდომა ახალ ბაზაზე: Sage – Transforming Nursing Practice (eBook Sub) 2024 წლის 14 თებერვლამდე. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: www.ebsco.com/products/ebooks/sage-transforming-nursing-practice-series ბაზაზე წვდომისთვის მიჰყევით ბმულს:   http://search.ebscohost.com/

სემინარი „სპორტული რეაბილიტაცია – შესაძლებლობები და პერსპექტივები“

სემინარი „სპორტული რეაბილიტაცია – შესაძლებლობები და პერსპექტივები“

2023 წლის 27 ოქტომბერს უნივესიტეტ გეომედის სტუდენტებისათვის ჩატარდა სემინარი თემაზე:  „სპორტული რეაბილიტაცია – შესაძლებლობები და პერსპექტივები“ მომხსენებლები დავით ტატიშვილის სარეაბილიტაციო ცენტრის  ექიმი რეაბილიტოლოგი თეა ადამია და საუნივერსიტეტო სარეაბილიტაციო კლინიკის ექიმი რეაბილიტოლოგი ჯარჯი ბუზარიაშვილი სტუდენტებს ესაუბრნენ ფიზიკური მედიცინისა და სპორტული რეაბილიტაციის სამიზნე ნიშნულებზე, ინტერვენციებსა და სარეაბილიტაციო მართვის ეფექტურობაზე სპორტსმენის სპორტში ოპტიმალურ ფიზიკურ კონდიციაში დაბრუნებისთვის. სემინარის ბოლოს …