სტომატოლოგიური დეპარტამენტი

სტომატოლოგიური დეპარტამენტი

სტომატოლოგიური ფაკულტეტის მეხუთე კურსის სტუდენტები ატარებენ უფასო კონსულტაციებს მსურველთათვის. მიღება წარმოებს საუნივერსიტეტო კლინიკაში.

„საერთაშორისო ზაფხულის სკოლა – 2015“

„საერთაშორისო ზაფხულის სკოლა – 2015“

  უნივერსიტეტი გეომედი გიწვევთ ჯანდაცვის მენეჯმენტის საერთაშორისო ზაფხულის სკოლაში მონაწილეობის მისაღებად. საბერძნეთში, ქ. ოლიმპია 23-31 აგვისტო 2015 დაინტერესების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს პროფესორ ლელა აფციაურს. ტელ: 577443131 ელ. ფოსტა: aptsiauril@yahoo.com

სტუდენტური თვითმმართველობების განვითარების კომისიის სამუშაო შეხვედრა

სტუდენტური თვითმმართველობების განვითარების კომისიის სამუშაო შეხვედრა

14-16 აპრილს, ბაზალეთის ტბაზე გაიმართა სტუდენტური თვითმმართველობების განვითარების კომისიის სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაზე ძირითადად სტუდენტური თვითმმართველობებისა და საარჩევნო დებულებებზე მიმდინარეობდა მუშაობა. ასევე სტუდენტური დღეები 2015 საორგანიზაციო საკითხებზე. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ კომისიის წევრებს გააცნო ახალგაზრდული მიმართულებით განსახორციელებელი პროექტები.

უნივერისტეტ გეომედის ფუტსალის ნაკრები

უნივერისტეტ გეომედის ფუტსალის ნაკრები

2015 წელს ჩატარებულ მატჩებში უნივერისტეტ გეომედის ფუტსალის ნაკრები 100% შედეგს ინარჩუნებს! 1 აპრილს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში, სტუდენტური ფუტსალის ლიგის, A ჯგუფის III ტურის მატჩში გეომედის გუნდმა მასპინძელი ბათუმის საზღვაო აკადემიის გუნდი 4-0 დაამარცხა.

გეომედის სტუდენტები “იქს ფაქტორზე”

გეომედის სტუდენტები “იქს ფაქტორზე”

11 მარტს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში უნივერსიტეტ გეომედის სტუდნტები მუსიკალურ შოუ “X Factor-ის” ჩაწერაზე იმყოფებოდნენ. მუსიკალური შოუ ტრადიციულად მრავალფეროვანი და საინტერესო კონკურსანტებით იყო დაკომპლექტებული და შეკრებილი მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.