აბიტურიენტთა/ მაგისტრანტობის კანდიდატთა ხელშეწყობისა და სტუდენტთა მობილობის მიზნით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების/ საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესითა (2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანება) და დადგენილ ვადებში დასაშვებია:
1. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;
2. საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;
3. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად
აღიარებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატში/მაგისტრატურაში;
4. საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ (უცხო ქვეყანაში
ცხოვრება გულისხმობს უცხო ქვეყანაში ყოფნას არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში) და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის
შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატში/მაგისტრატურაში;
5. მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
6. მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით;
7. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომლებმაც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის
ამოქმედებამდე და აქვთ საქართველოში გაცემული სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
სწავლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• აბიტურიენტის განცხადება;
• მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
• 4 ფოტოსურათი 3X4-ზე, აგრეთვე ელექტრონული ვერსია CD დისკზე;
• სრული/ზოგადი განათლების ბოლო 2 წლის განმავლობაში უცხო ქვეყანაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
შენიშვნა: უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტები უნდა იყოს თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.
ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მოპოვების მსურველი აბიტურიენტი, ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მიზნით, ვალდებულია გაიაროს გასაუბრება, რომლის ვიდეოჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის.
გასაუბრებისათვის დაგვიკავშირდით
SKYPE: Teaching University Geomedi LLC
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტებმა/მაგისტრანტობის კანდიდატებმა/სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრ (https://eqe.ge/eng/static/691/, მისამართი: თბილისი, ალექსიძის ქუჩა №1, ტელეფონი 995 32 2 200 220, ელ.ფოსტა – info@eqe.ge).
სავიზო რეგულაციების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ვებ გვერდზე: https://geoconsul.gov.ge/ka/aboutUs