მედიცინის ფაკულტეტი

ექიმობა, ყველაზე საპასუხისმგებლო და ჰუმანური პროფესია, რომელიც დიდ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს. დღევანდელი გლობალიზაციის პროცესში აუცილებელია ექიმს შეეძლოს კონკურენცია გაუწიოს საერთაშორისო შრომით ბაზარზე ნებისმიერი ქვეყნის კურსდამთავრებულს. სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის მედიცინის ფაკულტეტზე არის ყველა შესაძლებლობა სტუდენტმა მიიღოს მაღალკვალიფიციური თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. ჩვენი აკადემიური პერსონალი მიზანმიმართულია სტუდენტს ჩამოუყალიბოს სწავლების პირველ დღიდანვე კლინიკური აზროვნება და შესძინოს მაღალპროფესიონალური კლინიკური უნარ-ჩვევები. ფაკულტეტს აქვს მემორანდუმები ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან, და წარმატებით თანამშრომლობს მათთან. დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამები აკრედიტირებულია საქართველოს განათლების ხარიხის ეროვნული ცენტრის მიერ, რაც ავტომატურად გულისხმობს იმას, რომ პროგრამები აკმაყოფილებს ENQA და WFME სტანდარტებს. ფაკულტეტზე არსებული მეგობრული და სტუდენტზე ორიენტირებული გარემო, აძლევს სტუდენტს საშუალებას მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები და ჩამოყალიბდეს როგორც მაღალი პროფესიული და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პროფესიონალი.

უნივერსიტეტ გეომედის მედიცინის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებს, 2022 წლის 5 აგვისტოს, მიენიჭა უპირობო აკრედიტაცია 6 წლის ვადით “The Accreditation, Certification and Quality Assurance Institute – ACQUIN“-ის მიერ.


მედიცინის ფაკულტეტის დეკანი

ხათუნა მაკალათია
ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი
ელ. ფოსტა: khatuna.makalatia@geomedi.edu.ge

– დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, მიმართულება მიკრობიოლოგია და იმუნოლოგია
– ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ
– არის გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, მკვლევარი
– საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე პუბლიკაცია ბაქტერიოფაგიის, ფაგოთერაპიისა და მიკრობიოლოგიის დარგში

სწავლების გამოცდილება – 3 წელი
კვლევის გამოცდილება – 10 წელი


დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი

მარიამ ველიჯანაშვილი
MD, PhD
ელ. ფოსტა: mariam.velijanashvili@geomedi.edu.ge

მედიცინის პროგრამის ხელმძღვანელი, უნივერსიტეტი გეომედი (თბილისი, საქართველო); ლექტორი – ადამიანის ნორმალური ანატომია, პათოლოგია, კლინიკური უნარები; ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE) სპეციალისტი სამედიცინო განათლებაში; პალიატიური მედიცინის საერთაშორისო ექსპერტი (აშშ, კალიფორნია); საექიმო სერტიფიკატები – ნევროლოგია, პალიატიური და ტკივილის მედიცინა; აკადემიური პერსონალის და კლინიცისტების ტრენინგის ხელმძღვანელი, სამედიცინო განათლების თანამედროვე სწავლა/სწავლების და შეფასების მეთოდებში; კლინიკური გამოცდილება – 10 წელი; აკადემიური (სწავლების) გამოცდილება – 9 წელი, მედიცინის სფეროში საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების გამოცდილება – 7 წელი, ტრენინგების გამოცდილება – 5 წელი;



ანატომიის ბლოკი

ანატომიის ლექცია და პრაქტიკული მეცადინეობები ტარდება მოდერნიზებულ ანატომიის ბლოკში, რომელიც აღჭურვილია სწავლების თანამედროვე საშუალებებით: სამგანზომილებიანი ანატომიური მაგიდა, ანატომიის ბეჭდური ატლასები, მშრალი და სველი პრეპარატები, სასწავლო ვიდეოები და ანიმაციები, სამგანზომილებიანი ანატომიური ატლასი. ანატომიის ბლოკის ყველა აუდიტორია აღჭურვილია კომპიუტერებით, პროექტორებით, ყველა ტიპის მულაჟებით (ჩონჩხი, კუნთების და შინაგანი ორგანოების მულაჟები და ა.შ.), სინათლის მიკროსკოპებით. ასევე, სწავლების პროცესში გამოიყენება მიკროპრეპარატები, სლაიდები და ციფრული მიკროსკოპი.


კარიერული სქემა


Facebooktwitterpinterestlinkedinmail