ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი

ჯანდაცვის სისტემის განვითარების საქმეში დიდ როლს ასრულებს მენეჯმენტი, რომლის მოქნილად გამოყენება წარმოადგენს ჯანდაცვის ობიექტის ეფექტიან საქმიანობის საფუძველს. უნივერსიტეტი გეომედი აქტიურადაა ჩართული საქართველოს ჯანდაცვისა და დასაქმების ბაზრის მოთხოვნებთან დაკავშირებულ საკითხებში. საქართველოში ჩვენმა უნივერსიტეტმა პირველმა შექმნა „ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტი“-ს საბაკალავრო და „ჯანდაცვის მენეჯმენტი“-ს სამაგისტრო პროგრამები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებთანაა შესაბამისობაში და მიმართულია ახალი სახის მენეჯერული კადრის მომზადებაზე. ფაკულტეტს ხელმძღვანელობენ და პროგრამებს ახორციელებენ მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი. სტუდენტების დახელოვნება წარიმართება როგორც უნივერისტეტ გეომედის, აგრეთვე აფილირებულ სხვადასხვა მულტი-პროფილურ კლინიკებში.

საგანმანათლებლო პროგრამის პირველი საფეხურის (ბაკალავრიატის) დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულების დასაქმების სფეროა მენეჯერული თანამდებობა ჯანდაცვის სისტემის ობიექტებში, ასევე ქვეყნის ეკონომიკის დარგების ორგანიზაციებში, სადაზღვევო და სხვა სექტორების კომპანიებში. სწავლების მეორე საფეხურის (მაგისტრატურის) დასრულების შემდეგ მათ შესაძლებლობა აქვთ დაიკავონ ზემოხსენებულ სამსახურებში ხელმძღვანელი თანამდებობები, ან განაგრძონ სწავლა დოქტორანტურაში.


ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანი

დიმიტრი კობახიძე
ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი და „კარდიფის მეტროპილიტის უნივერსიტეტის (UWIC)“ მაგისტრი
ელ. ფოსტა: dimitri.kobakhidze@geomedi.edu.ge

დიმიტრის გააჩნია საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის 23 წლიანი გამოცდილება. უმუშავია მენეჯერულ პოზიციებზე არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო კომპანიასთან, რომლებიდანაც ორი თავადვე დააარსა (ლონდონში და თბილისში).
მას ასევე გააჩნია აკადემიური მოღვაწეობის 8 წლიანი გამოცდილება. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო სამეცნიერო აქტივობაში, როგორც მკვლევარს და/ან ხელმძღვანელს – ასევე როგორც კომისიის წევრს.
ამჟამად ასწავლის ქართულენოვანი და ინგლისურენოვან კურსებზე: მარკეტინგს; მომხმარებელთა ქცევას; ბრენდინგს; სოციალურ მედია მარკეტინგს; ინტეგრირებულ მრკეტინგულ კომუნიკაციებსა და სხვა საგნებს.


განათლების საფეხურები:
ბაკალავრიატი

საბაკალავრო ნაშრომის ინსტრუქცია

მაგისტრატურა

სამაგისტრო ნაშრომის ინსტრუქცია

სამაგისტრო ნაშრომების აბსტრაქტები:
  1. 2017-2018 წწ
  2. 2018-2019 წწ
  3. 2019-2020 წწ
  4. 2020-2021 წწ


კარიერული სქემა


Facebooktwitterpinterestlinkedinmail