მისია

შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის მისია

უნივერსიტეტი თავის მისიას განსაზღვრავს გლობალური განვითარების კონტექსტში. მისი მოქმედების ძირითადი მიმართულებაა კვლევითი და საგანმანათლებლო პროცესის ჰარმონიზაციის უზრუნველყოფა სტომატოლოგიის, მედიცინის, ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის, ფინანსების, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სფეროში.
უნივერსიტეტში სწავლისა და სწავლების პროცესი ორიენტირებულია სტუდენტის, როგორც ამ პროცესის სუბიექტის, ინტელექტუალურ და შემოქმედებით განვითარებაზე.
უნივერსიტეტი თავის საქმიანობას წარმართავს თანამედროვე თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარ – ჩვევებით აღჭურვილი, კონკურენტუნარიანი და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე გათვლილი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაზე.


facebooktwittergoogle_pluspinterestlinkedinmail