რექტორის გვერდი

ძვირფასო მეგობრებო, მომავალო კოლეგებო!

rector

უნივერსიტეტი გეომედი ერთ-ერთი წარმატებული საგანმანათლებლო კერაა საქართველოში, რომელიც გთავაზობთ საუკეთესო პირობებს სწავლისა და მეცნიერული მოღვაწეობისათვის. ჩვენთან მიღებულ ცოდნას ნაყოფიერად გამოიყენებთ მომავალ პრაქტიკულ და სამეცნიერო მოღვაწეობისათვის, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე საზღვარგარეთ. უნივერსიტეტი გეომედი აქტიურად თანამშრომლობს უცხოეთის სხვადასხვა სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან. თუ თქვენი არჩევანი შეჩერდება ჩვენს უნივერსიტეტ გეომედზე, გარწმუნებთ, რომ ეს იქნება თქვენი მომავალი წარმატების საფუძველი.

მარინა ფირცხალავა
ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი;
სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის დამფუძნებელი და რექტორი
E-mail: marina.pirtskhalava@geomedi.edu.ge


რექტორის შესახებ

საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ფაკულტეტის წარჩინებით (წითელი დიპლომი) დამთავრების და შემდგომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის აგრეთვე წარჩინებით (წითელი დიპლომი) დამთავრების შემდეგ, პროფესორმა მარინა ფირცხალავამ მეცნიერული მოღვაწეობა დაიწყო თერაპიის ექსპერიმენტულ და კლინიკურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, სადაც 1974 წელს აკადემიკოს ნოდარ ყიფშიძისა და აკადემიკოს ლეილა ტყემალაძის ხელმძღვანელობით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „Изоэнзимы в диагностике острых и хронических заболеваний печени“ და მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. სამეცნიერო კვლევითი მუშაობისათვის მას გადაეცა (ВАК)-ის დიპლომი წოდების „Старший научный сотрудник“.
1990 წელს ქალაქ კიევში წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „Мембранные механизмы повреждения печени тетрахлорметаном“ და მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.
1991 წელს მარინა ფირცხალავა არჩეულ იქნა საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ბიოლოგიისა და ზოგადი გენეტიკის კათედრის გამგედ და მიიღო პროფესორის წოდება. აქტიურად ჩაერთო როგორც კათედრის, ასევე ინსტიტუტის პედაგოგიურ და სამეცნიერო-კვლევით მუშაობაში. იგი უძღვებოდა სასწავლო კურსს „სამედიცინო ბიოლოგია“. მან ძირეულად შეცვალა კათედრის მუშაობა ახალი სწავლის მეთოდების დამკვირდებით და პირველად საქართველოში დანერგა ტესტური მეთოდით გამოცდების ჩატარება, არა მარტო სასწავლო პროცესში, არამედ მისაღებ გამოცდებზეც, რაც იყო რევოლუციური ნაბიჯი იმ დროის საქართველოს განათლების სფეროში.
1994 წელს პროფესორი მარინა ფირცხალავა არჩეულ იქნა პროფილაქტიკური მედიცინისა და ადამიანის ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.
პროფესორმა მარინა ფირცხალავამ დაარსა „სტომატოლოგიური ინსტიტუტი“ (შემდგომში უნივერსიტეტი გეომედი).
2020 წელს მან შექმნა უნივერსიტეტ გეომედის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და დაარსა სამეცნიერო ფონდი ახალგაზრდა მეცნიერთა აღსაზრდელად. მისი ხელმძღვანელობით, უნივერსიტეტ გეომედის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებს, პირველად საქართველოში, ევროკავშირის ინსტიტუტის (ACQUIN) აკრდიტაცია მიენიჭა.

პროფესორი მარინა ფირცხალავა მრავალჯერ არის დაჯილდოვებული სამეცნიერო და პედაგოგიური მუშაობისათვის:

  • 2000 წ. ამერიკის ბიოგრაფიულმა ინსტიტუტმა მას მიანიჭა წოდება „Woman of the Year”.
  • 2001 წ. დაჯილდოვდა ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტის მიერ დიპლომით: „Outstanding Contributions to the Professional and Business World”.
  • 2001 წ. კემბრიჯის ინტერნაციონალურმა ბიოგრაფიულმა ცენტრმა დააჯილდოვა მედლით: „International Woman of the Year” სამეცნიერო მოღვაწეობისთვის.
  • 2001 წ. ამერიკის ბიოგრაფიულმა ინსტიტუტმა დააჯილდოვა მარმარილოს დაფით „Lifetime Achievements Award”. იმავე 2001 წელს გადაეცა ოქროს გასაღები- „Key of Success” „leader in Science”.
  • 2002 წ. ინგლისის კემბრიჯის ინტერნაციონალურმა ბიოგრაფიულმა ცენტრმა დააჯილდოვა დიპლომით „ Outstanding Contributions to Biochemistry”.
  • 2002 წ. გადასცეს სამეფო ოჯახის მიერ დაწესებული სპენსერების ჯილდო-ოქროს მედალი ორი ბაფთით და აღიარეს საერთაშორისო ქალად.
  • პროფესორი მარინა ფირცხალავა შესულია წიგნის „Who is Who“ მე-8 გამოცემაში, ასევე XXI საუკუნის 2000 გამოჩენილ ევროპელთა სიაში, ხოლო 2002-2003 წლებში, მსოფლიოს გამოჩენილ ინტელექტუალთა სიაში.
  • 2003 წ. კემბრიჯის ინტერნაციონალურმა ბიოგრაფიულმა ცენტრმა დააჯილდოვა „21st Century Award for Achievement” და გადასცა დიპლომი „ Illuminated Diploma of Honours”.

პროფესორ მარინა ფირცხალავას გამოქვეყნებული აქვს 150 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 4 მონოგრაფია და 1 სახელმძღვანელო ბიოქიმიაში. იგი დღესაც აქტიურად მოღვაწეობს საგანმანათლებლო სფეროში, აგრძელებს ნაყოფიერ სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail