ბიბლიოთეკა

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გააჩნია მდიდარი წიგნობრივი და ციფრული ფონდები, ელექტრონული ტექნიკით აღჭურვილი კომპიუტერული კლასი და ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა „OpenBiblio”.

ბიბლიოთეკის დებულება
ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები
ელექტრონული კატალოგი


ელექტრონული რესურსები

ბიბლიოთეკაში შეგიძლიათ უფასოდ ისარგებლოთ ელექტრონული ბაზების პაკეტით – EBSCO package, რომელიც შემდეგი დასახელების საერთაშორისო ელექტრონული რესურსების გამოყენების საშუალებას იძლევა.

ელექტრონული წიგნების, ჟურნალების, პერიოდული გამოცემების, სატელევიზიო და რადიოს საინფორმაციო გადაცემების ტრანსკრიფტების კოლექციის დასახელება და აღწერა:

ბაზის დასახელება აღწერა
Academic Search Elite მრავალფეროვანი აკადემიური რესურსებისგან შედგება სხვადასხვა საგნის ათასობით ჟურნალის ტექსტების, აბსტრაქტების და ინდექსირებული ჟურნალებისგან. მონაცემთა ბაზა ჟურნალების უმეტესობაში, შეიცავს PDF ფორმატის ფაილებს. ბევრი ამ მასალებიდან არის ტექსტ შიგნით ძიებადი ან ფერადად დასკანირებული. Academic Search Elite, მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო სააგენტოს Associated Press – ის ვიდეო მასალებზე წვდომასაც გვთავაზობს. საძიებო ველში ჩაწერილი სიტყვების შესაბამისი ვიდეო მასალები შედეგებში გამოჩნდება. მონაცემთა ბაზაში 1930 წლიდან დღემდე შექმნილი ვიდეო მასალებია თავმოყრილი და მათი განხლება ყოველთვიურად ხდება. 60 000 ვიდეოსგან შემდგარი ვიდეოკოლექცია მრავალფეროვანი შინაარსისაა. მთელს მსოფლიოში, აკადემიური ინსტიტუტები ამ მონაცემთა ბაზას იყენებენ სამეცნიერო ინფორმაციის მოსაპოვებლად. მკვლევართა საჭიროებებზე მორგებული ეს მონაცემთა ბაზა ძვირფას და მრავალფეროვან, მულტიდისციპლინარულ მასალებს შეიცავს საბუღალტრო, საბანკო და საფინანსო, საერთაშორისო ბიზნესის, მარკეტინგის, გაყიდვებისა და სხვა დისციპლინებში და ჟურნალების და გამოცემების სრულ ტექსტებზე და სხვა მნიშვნელოვან რესურსებზე წვდომის საშუალებას გვაძლევს.
Business Source Elite ეს რესურსი გთავაზობთ სამეცნიერო ჟურნალებს, ბიზნესის, მენეჯმენტის და ეკონომიკის დარგში. კოლექცია შეიცავს სხვადასხვა თემაზე, მაგ. ბუღალტერია, საბანკო საქმე, ფინანსები, მარკეტინგი, გაყიდვები და სხვა, გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს. მონაცემთა ბაზა გთავაზობთ წვდომას მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო სააგენტოს, Associated Press – ის ვიდეოთეკაზე, რომელიც შეიცავს მრავალფეროვან მასალებს 1930 წლიდან დღემდე. ვიდეოთეკა ყოველთვიურად ახლდება.
Master FILE ELITE სპეციალურად საჯარო ბიბლიოთეკებისთვისაა შექმნილი. ეს მონაცემთა ბაზა შეიცავს 1700-მდე პერიოდულ გამოცემას, რომელიც ინფორმაციას მოგაწვდით ბიზნესის, ჯანმრთელობის, განათლების, ზოგანი მეცნიერების, მულტიკულტურული და სხვა მრავალი სფეროში. ის ასევე შეიცავს 500-ზე მეტი წიგნის სრულ ტექსტს, 81 900 ზე მეტ პირველად დოკუმენტის წყაროს და ფოტოების კოლექციას, რომელიც 935 000 ფოტოსგან, რუქისა და დროშისგან შედგება.
Medline ავტორიტეტული სამედიცინო ინფორმაციის წყაროა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მედიცინის სხვადასხვა დარგების შესახებ, როგორიცაა: საექთნო საქმე, სტომატოლოგია, ვეტერინარია, ჯანდაცვის სისტემა, პრეკლინიკური საგნები და სხვა. ეს მონაცემთა ბაზა შექმნილია მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის MEDLINE – ის მიერ და იყენებს MeSH (Medical Subject Headings) ინდექსირებას, რაც 5600 ზე მეტი ამჟამინდელ სამედიცინო გამოცემაზე წვდომის საშუალებას იძლევა.
Health Source: Consumer Edition + Nursing/Academic Edition გთავაზობთ 1000-ზე მეტ სამეცნიერო სრულ ტექსტს სამედიცინო დისციპლინებზე, მათ შორის, კრიტიკული პაციენტების მოვლა, ფსიქიკური ჯანმრთელბა, ბავშვებისა და ზრდასრულების ფსიქიატრიული მკურნალობა, საექთნო საქმე, ექთნების მართვა, საექთნო ეთიკა, დამოკიდებულების და სარეაბილიტაციო კონსულტაცია, სამედიცინო სამართალი, რეპროდუქციული მედიცინა, გარემოს დაცვა და ჯანმრთელობა და ა.შ.
Library Information Science & Technology Abstracts (LISTA) მოიცავს 580 ძირითადი ჟურნალის ინდექსებს, 50 ზე მეტ პრიორიტეტულ ჟურნალს და დაახლოებით 15 სელექციურ ჟურნალს, წიგნებს, კვლევის ანგარიშებს და ა.შ. ამ მონაცემთა ბაზაში მასალები 1960 წლიდანაა ხელმისაწვდომი. EBSCO-ს სურვილია მუდმივად შემოგთავაზოთ LISTA-ზე წვდომა. ლექსიკონში შესულია 11 200-ზე მეტი ტერმინი, რომელთაგან 4 090 პრიორიტეტული ტერმინია. მონაცემთა ბაზაში შესულია ავტორების პროფილები. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მონაცემთა ბაზის 5 200-ზე მეტი ხშირად ინდექსირებული ავტორის ნაშრომებზე ჰქოდეთ წვდომა. მაგალითად, იმ საგნის ტერმინებს, რომლებიც ყველაზე მეტად ასახავს სტატიის შინაარსს და იმ პუბლიკაციებს, სადაც ავტორს დაუბეჭდავს თავისი ნაშრომები.
GreenFILE სამეციერო, სამთავრობო და პოპულარული ხასიათის მასალების კოლექციაა, რომელიც შეიცავს ისეთი შინაარსის მასალებს, როგორიცაა, გარემო ფაქტორების გავლენა ინდივიდებზე, კორპორაციებზე და ადგილობრივ თვითმმართველობასა და მთავრობაზე და რა შეიძლება ვიღონოთ ამის გამოსასწორებლად. ეს უფასო კვლევითი მონაცემთა ბაზა გთავაზობთ 780 000-ზე მეტი ჩანაწერის ინდექსსა და აბსტრაქტს და 11 000-ზე მეტ სრულ ტექსტს. ძირითადი ჟურნალებია სოფლის მეურნეობა, ეკოსისტემა და გარემო, კონსერვაციული ბიოლოგია, ტყის ეკოლოგია და მართვა, მწვანე ენერგიის საერთაშორისო ჟურნალი, ველური ბუნების მართვა.
ERIC (the Education Resource Information Center) გთავაზობთ ინფორმაციაზე წდომას სხვადასხვა ჟურნალებიდან, რომლებიც ინდექსირებულია როგორც Current Index of Journals in Education დ ა Resources in Education Index. მონაცემთა ბაზა შეიცავს 1.4 მილიონზე მეტ ჩანაწერს და გთავაზობთ ბმულებს 337 000-ზე მეტ სრულ ტექსტზე.
Newspaper Source გთავაზობთ სრულ სატელევიზიო და რადიო სიახლეების ტრანსკრიპტებს შემდეგი არხებიდან: CBS News, CNN, CNN International, FOX News, NPR დ ა სხვა. ეს მონაცემთა ბაზა გთავაზობთ სრულ ტექსტს ასობით ეროვნული (ა.შ.შ), საერთაშორისო და რეგიონული გაზეთებიდან. გარდა ამისა, ის გთავაზობთ სატელევიზიო და რადიოს საინფორმაციო გადაცემების ტრანსკრიპტებს.
Regional Business News არის მრავალფეროვანი მონაცემთა ბაზა, რომელიც გთავაზობთ სრულ ტექსტებს ბიზნეს პუბლიკაციებზე აშშ და კანადის მასშტაბით. იგი ფარავს ნებისმიერ ინფორმაციას, იქნება ეს საპრეზიდენტო კანდიდატების ბიოგრაფია, რესტორნების ფრენჩაიზი თუ სავაჭრო ქსელი, ბიზნესის დაგეგმვა თუ პოლიტიკური თანამონაწილეობა. Regional Business News-ს კონტენტს აწვდიან ბიზნესის სფეროში წამყვანი გამომცემლობები The Washington Post, PR Newswire US და ა.შ.. ძირითადი რესურსებია გაზეთები, რადიო და სატელევიზიო საინფორმაციო გადაცემების ტრანსკრიპტები, პუბლიკაციების და ჟურნალების სრული ტექსტები ბოლო 20 წლის განმავლობაში.

facebooktwittergoogle_pluspinterestlinkedinmail