გეომედის შესახებ

სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელმაც ნაყოფიერი შემოქმედებითი გზა განვლო დაარსებიდან დღემდე.
უნივერსიტეტის დაარსების თარიღია 1998 წელი. მისი დამფუძნებელია – პროფესორი მარინა ფირცხალავა.
სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი ლიცენზირებული და აკრედიტირებულია. სტუდენტთა სწავლება და მათი ცოდნის შეფასება რეგულირდება ევროპული კრედიტების სატრანსფერო სისტემით (ECTS). უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ოთხი ფაკულტეტი:

1. სტომატოლოგია:
•სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა
სპეციალობა: სტომატოლოგია
•რეზიდენტურის სასწავლო პროგრამა თერაპიულ სტომატოლოგიაში

2. ჯანდაცვის ეკონომიკა და მენეჯმენტი:
• ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა
სპეციალობა: მენეჯმენტი
• მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა
სპეციალობა: მენეჯმენტი

3. ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია:
• ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა
სპეციალობა: ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია
• მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა
სპეციალობა: ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია

4. მედიცინა
დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამა
მისანიჭებელი ხარისხი: დიპლომირებული მედიკოსი

სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აღჭურვილია კეთილმოწყობილი აუდიტორიებით, ლაბორატორიებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სტომატოლოგიური კლინიკით.
სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი იზრდება და ვითარდება დღითიდღე. ის სთავაზობს ახალგაზრდებს საუკეთესო სასწავლო პირობებს, რომ მიიღონ უმაღლესი განათლება, რომელიც შეესაბამება XXI საუკუნის დარგობრივი სპეციალისტების ცოდნის დონეს.

უნივერსიტეტის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა შექმნას გარემო მისი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა დასაქმებისათვის. ამ მიზნით წარჩინებული კურსდამთავრებულები მოღვაწეობას აგრძელებენ ჩვენი უნივერსიტეტის კლინიკასა და დეპარტამენტებში. დადებულია მემორანდუმები მათ დასაქმებასთან დაკავშირებით.
უნივერსიტეტის კურსდამთავრებულნი წარმატებით აგრძელებენ მოღვაწეობას ქვეყნის წამყვან კლინიკებსა თუ სამედიცინო დაწესებულებებში, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.


Facebooktwittergoogle_pluspinterestlinkedinmail