დედამიწის საერთაშორისო დღე

2017 წლის 22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსა და უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით მოეწყო დასუფთავების აქცია. სტუდენტებმა დაასუფთავეს უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია, მეფე სოლომონ მეორის ქუჩა (კრწანისის ქ.), კრწანისის ხევი. გარემოსდაცვითი აქტივობა დასრულდა წმინდა საბა განწმენდელის სახელობის მონასტერთან. ღონისძიებაში ქართველ სტუდენტებთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღეს უცხოელმა სტუდენტებმა.
უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტური თვითმმართველობა შეუერთდა პირველ მასშტაბურ დასუფთავების აქციას „სუფთად ევროპისკენ“ , სადაც საქართველოს მასშტაბით ჩართულნი არიან სამთავრობო უწყებები, საერთაშორისო ორგანიზაციები და საელჩოები, სკოლები, უნივერსიტეტის თვითმმართველობები, სპორტსმენები, კერძო სექტორის წარმომადგენლები, სულ 25 000 პირი.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail