ცხადდება კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

I. შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს ღია კონკურსს სტომატოლოგიის, ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, მედიცინის (ქართული და ინგლისურენოვანი პროგრამა) ფაკულტეტებზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ დეპარტამენტებში:

მედიკო-ბიოლოგიური დეპარტამენტი :
პროფესორი – 3
ასოცირებული პროფესორი – 5
ასისტენტი -1
სტომატოლოგიის დეპარტამენტი:
პროფესორი – 1
ასოცირებული პროფესორი – 4
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტი:
პროფესორი – 1
ასოცირებული პროფესორი – 2
კლინიკურ დისციპლინათა დეპარტამენტი:
პროფესორი – 6
ასოცირებული პროფესორი – 8
ასისტენტ-პროფესორი -4
მორფოლოგიის დეპარტამენტი:
პროფესორი – 1
ასოცირებული პროფესორი – 3
ასისტენტ-პროფესორი -3
ასისტენტი -2
პათოლოგიის დეპარტამენტი:
პროფესორი – 1
ასოცირებული პროფესორი – 2
ასისტენტ-პროფესორი -1
მენეჯმენტის დეპარტამენტი:
პროფესორი – 3
ასოცირებული პროფესორი – 3
ასისტენტ-პროფესორი -2
ეკონომიკისა და სამეწარმეო საქმიანობის დეპარტამენტი:
პროფესორი – 2
ასოცირებული პროფესორი – 3
ტექნიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტი:
პროფესორი – 2
ასოცირებული პროფესორი – 2
ასისტენტ-პროფესორი -1
ფსიქო-სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტი:
პროფესორი – 2
ასოცირებული პროფესორი – 1
ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის დეპარტამენტი:
პროფესორი – 1
ასოცირებული პროფესორი – 3
ასისტენტი -1
ჰიგიენის დეპარტამენტი:
პროფესორი – 1
ასოცირებული პროფესორი – 1

II. ა) პროფესორის თანამდებობაზე 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ ექვსი წლის გამოცდილება.
ბ) ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ სამი წლის გამოცდილება.
გ) ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 3 (სამი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი.
დ) ასისტენტის თანამდებობაზე 3 (სამი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი (პირი, რომელიც სწავლობს დოქტორანტურაში).

III. კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
დ) სამსახურეობრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ე) პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
ზ) სილაბუსი (ასისტენტის თანამდებობაზე სილაბუსის წარმოდგენა არ მოითხოვება);
თ) ორი ფოტო სურათი (ზომით 3X4);
ი) ბოლო 7 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია, სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობა.
კ) მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის (B2 დონე) ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან უნივერსიტეტში გაიაროს ტესტირება ინგლისურ ენაში.

IV. აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობისათვის კონკურსანტმა წინასწარ უნდა განაცხადოს თანხმობა უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ, აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემდეგ კი უნდა მოახდინოს შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედთან აფილირების შესახებ წერილობითი შეთანხმება.

V. მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა, რომელიც ვერ წარმოადგენს ინგლისური ენის (B2 დონე) ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, უნდა გაიაროს ტესტირება ინგლისურ ენაში.

VI. კონკურსი გამოცხადდეს 2017 წლის 07 ნოემბერს.

VII. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 11 დეკემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 10-დან 17 საათამდე;

VIII. ტესტირება ინგლისურ ენაში ჩატარდეს 2017 წლის 27 დეკემბერს (მხოლოდ V პუნქტის თანახმად).

IX. კონკურსის შედეგები გამოცხადდეს 2018 წლის 04 იანვარს.

X. კონკურსის შედეგების გასაჩივრების ვადა განისაზღვროს 2018 წლის 05 იანვრის 17 საათამდე; 2018 წლის 08-09 იანვარი დაეთმოს სააპელაციო კომისიის მუშაობას.

XI. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევა მოხდება რეიტინგული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით დაგროვებული ქულების შესაბამისად.
1. პედაგოგიური სტაჟის მქონე პედაგოგებს მუშაობის წლების რაოდენობის შესაბამისი ქულა.
2. სამეცნიერო სტატია (ბოლო 7 წლის განმავლობაში): რეცენზირებად და რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნებულ ყოველ სტატიაზე – 3 ქულა.
3. მონოგრაფია შესაბამის დარგში (ბოლო 7 წლის განმავლობაში) – 20 ქულა;
4. სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა (ბოლო 7 წლის განმავლობაში):
ა) საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა – 10 ქ.
ბ) რეგიონულ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა – 3 ქ.
5. სილაბუსის შესაბამისობა (თემატური, სწავლის შედეგები, ფორმატი) – 10ქ.

ელ.ფოსტა: info@geosis.edu.ge
ტელ.: 275 25 20


Facebooktwitterpinterestlinkedinmail