შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში 2017-2018 ს/წ შემოდგომის სემესტრის მობილობის განმახორციელებელი სტუდენტების საყურადღებოდ!


1. სტუდენტთა მობილობის ელექტრონულ პორტალზე www.students.eqe.ge რეგისტრაციის ვადა : 2017 წლის 25 ივლისის 12:00 საათიდან 17 აგვისტოს 18:00 სთ-მდე.

2. ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგების გამოქვეყნების ვადა: 2017 წლის 23 აგვისტო.

3. ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნებული დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში გამოცხადების, მობილობის თაობაზე წერილობითი განაცხადისა და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადა: 2017 წლის 23 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით, 10 სთ-დან – 16სთ-მდე.


წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:

  • პირადობის მოწმობის ასლი
  • ატესტატის დამოწმებული ასლი
  • სტუდენტის სასწავლო ბარათის/ნიშნების ფურცლის დამოწმებული ასლი
  • სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ბრძანებების დამოწმებული ასლები
  • სტუდენტის სტატუსის ცნობა
  • 4 ფოტოსურათი 3X4-ზე
  • სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის)

4. შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის მიერ აღიარებული კრედიტების თაობაზე სტუდენტის მიერ წერილობითი განცხადებით დადასტურების (თანხმობა/უარი) ვადა: 2017 წლის 6 სექტემბერი.

მისამართი: მეფე სოლომონ II-ის ქ. №4 (ყოფილი კრწანისის ქ. №3), მესამე სართული, ოთახი №304.
ტელეფონი: +995 32 275 25 20
მობილური: +995 599 17 95 72
ელ. ფოსტა: info@geomedi.edu.ge


Facebooktwittergoogle_pluspinterestlinkedinmail