გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

I. შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს ღია კონკურსს სამართლის ფაკულტეტზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

კერძო/ბიზნეს სამართლის მიმართულებით:
ასოცირებული პროფესორი – 1
ასისტენტი – 1
საჯარო სამართლის მიმართულებით:
ასოცირებული პროფესორი – 2
ასისტენტ-პროფესორი -2
ასისტენტი – 3
სისხლის სამართლის მიმართულებით:
პროფესორი – 1
ასოცირებული პროფესორი – 2
ასისტენტი – 1

II. ა) პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ ექვსი წლის გამოცდილება. პირი პროფესორის თანამდებობაზე უვადოდ აირჩევა. პროფესორი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციის გავლას.
ბ) ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ სამი წლის გამოცდილება.
გ) ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 3 (სამი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი.
დ) ასისტენტის თანამდებობაზე 3 (სამი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი (პირი, რომელიც სწავლობს დოქტორანტურაში).

III. კონკურსი გამოცხადდეს 2017 წლის 22 ივნისს.

IV. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 25 ივლისიდან 2017 წლის 31 ივლისის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 10-დან 17 საათამდე;

V. კონკურსი ჩატარდეს 2017 წლის 07 აგვისტოს.

VI. კონკურსის შედეგების გასაჩივრების ვადა განისაზღვროს 2017 წლის 08 აგვისტოს 17 საათამდე; 2017 წლის 09-10 აგვისტო დაეთმოს სააპელაციო კომისიის მუშაობას.

VII. კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
დ) სამსახურეობრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ე) პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) CV;
ზ) სილაბუსი (ასისტენტის თანამდებობაზე სილაბუსის წარმოდგენა არ მოითხოვება);
თ) ორი ფოტო სურათი (ზომით 3X4) ;
ი) ბოლო 7 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია, სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობა.

VIII. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევა მოხდება რეიტინგული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით დაგროვებული ქულების შესაბამისად.
1. პედაგოგიური სტაჟის მქონე პედაგოგებს მუშაობის წლების რაოდენობის შესაბამისი ქულა.
2. სამეცნიერო სტატია (ბოლო 7 წლის განმავლობაში) : რეცენზირებად და რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნებულ ყოველ სტატიაზე _ 3 ქულა.
3. მონოგრაფია შესაბამის დარგში (ბოლო 7 წლის განმავლობაში) -20 ქულა;
4. სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა (ბოლო 7 წლის განმავლობაში):
ა) საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა – 10 ქ.
ბ) რეგიონულ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა -3 ქ.
5.სილაბუსის შესაბამისობა (თემატური, სწავლის შედეგები, ფორმატი) – 10ქ.

IX. აკადემიური პერსონალის შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომელთაც იურიდიული განათლება (მაგ. გაცვლითი პროგრამები, მაგისტრის ხარისხი, დოქტორის ხარისხი და ა.შ.) მიღებული აქვთ საზღვარგარეთ, რეიტინგულ უნივერსიტეტებში.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail