საექიმო სპეციალობის მაძიებელთა პრეზენტაციები

ა.წ. 2 მაისს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის საუნივერსიტეტო სტომატოლოგიურ კლინიკაში თერაპიულ სტომატოლოგიაში სარეზიდენტო პროგრამის განხორციელების ფარგლებში, საექიმო სპეციალობის მაძიებელთა – გვანცა კვარაცხელიასა და ლანა აბრუმიას მიერ წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები თემაზე: 1. ექიმთა მიერ დაშვებული შეცდომები და გართულებები კბილის კარიესის მკურნალობის დროს. 2. თავისუფალი დიზაინის საკითხი კბილთა დეფექტების რესტავრაციის დროს.