სტუდენტთა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

მიმდინარე წლის 24 მაისს 12:00 საათზე უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება სტუდენტთა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ რექტორის მოადგილეს სასწავლო დარგში თინათინ ბოჭორიშვილს. 

“შშმ პირთა ადვოკატირება, სპორტში ჩართულობა და საზოგადოებაში ინტეგრაცია”

2
4
5

2018 წლის 1 მარტს უნივერსიტეტ გეომედში გაიმართა სემინარი-კონფერენცია თემაზე “შშმ პირთა ადვოკატირება, სპორტში ჩართულობა და საზოგადოებაში ინტეგრაცია”. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარაოლიმპური კომიტეტის პრეზიდენტმა, შალვა მაისურაძემ; საქართველოს პარაოლიმპური აკადემიის პრეზიდენტმა,თინათინ რევაზიშვილმა; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური აკადემიის პრეზიდეტმა, ლელა აფციაურმა; წარმატებულმა სპორტსმენებმა და წლის ბესტსელერის, “შემოვალ ეტლით” ავტორმა, შორენა ხუხუამ.