EBSCO-ს ელექტრორესურსების პრაქტიკული გამოყენების ონლაინ-სწავლება

EBSCO-ს ელექტრორესურსების პრაქტიკული გამოყენების ონლაინ-სწავლება

2017 წლის 1 ნოემბერს 15:00-16:00 სთ-ზე, 101-ე აუდიტორიაში, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის ჩატარდება EBSCO-ს ელექტრორესურსების პრაქტიკული გამოყენების ონლაინ-სწავლება EBSCO-ს სათაო ოფისიდან – პრაღიდან. ონლაინ-სწავლების სამუშაო ენაა რუსული. ონლაინ-სწავლება ერთდროულად ჩატარდება EBSCO-ს ბაზების მომხმარებელ საქართველოს უნივერსიტეტებისათვის. 2017 წლის 7 ნოემბერს 11:00-12:00 სთ-ზე, 101-ე აუდიტორიაში, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის ჩატარდება EBSCO-ს ელექტრორესურსების პრაქტიკული გამოყენების ონლაინ-სწავლება EBSCO-ს სათაო ოფისიდან – …

სტუდენტური წვეულება “დივალი“

2017 წლის 19 ოქტომბერს “დივალის” დღესასწაულთან დაკავშირებით უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტებისთვის გაიმართა წვეულება. წვეულების პროგრამაში მრავლად იყო წარმოდგენილი ქართული და ინდური ცეკვები, ფოლკლორული სიმღერები. ღონისძიებამ სტუდენტებისა და დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

„დივალის“ დღესასწაული

„დივალის“ დღესასწაული

უნივერსიტეტ გეომედის ადმინისტრაცია ინდოელ სტუდენტებს ულოცავს „დივალის“ დღესასწაულს! ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით 20 ოქტომბერი ინდოელი სტუდენტებისთვის დასვენების დღედ გამოცხადდა.

ექსკურსია

2017 წლის 7 ოქტომბერს, უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით და ადმინისტრაციის მხარდაჭერით მოეწყო ექსკურსია ქ. სიღნაღსა და ბოდბეში. სტუდენტებმა დაათვალიერეს იქ არსებული ღირსშესანიშნაობები. ღონისძიების მიზანი იყო სტუდენტებისთვის ქვეყნის ისტორიულ-კულტურულ ძეგლთა გაცნობა, სტუდენტებს შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობა.

წარჩინებული სტუდენტების დაჯილდოება

2017 წლის 4 ოქტომბერს, გაიმართა უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტურ სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის საუკეთესო მომხსენებლების და საქართველოს უნივერსიადის მედალოსანი სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიება.