უნივერსიტეტ გეომედის ვერცხლი მედალი ძიუდოში და მედლების სრული კომპლექტი საქართველოს უნივერსიადაზე!

2017 წლის 3 ივლისს, ოლიმპიური მზადების ცენტრში გაიმართა საქართველოს „უნივერსიადა 2017“ ძიუდოში, სადაც ვერცხლის მედალი მოიპოვა მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტმა იმედა გოგოლაძემ. გეომედის სტუდენტებმა მიმდინარე უნივერსიადაზე ოქროს (სამბოში), ვერცხლის (ძიუდოში) და ბრინჯაოს (სროლაში) მედლები მოიპოვეს.