საქართველოს უნივერსიადა ბადმინტოში

4

2017 წლის 1 ივლისს, ჩატარდა საქართველოს „უნივერსიადა 2017“ ბადმინტონში, სადაც მიიღეს მონაწილეობა უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტებმა. ვაჟებს შორის იასპარეზეს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა პურვრაჯსინჰ სოლანკიმ და მოჰიტ პეტელმა, ხოლო გოგონებს შორის ნირალ ტრივედიმ და ბჰარატი სინგჰმა. საქართველოს „უნივერსიადა 2017“ საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და საქართველოს ბადმინტონის ფედერაციასთანს შეთანხმებით გაიმართა.

2017-2018 ს/წ შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ!

I. შიდა მობილობის ვადები: ა) დოკუმენტების მიღება – 21 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით; ბ) კრედიტების აღიარება – 31 ივლისი; გ) სტუდენტებისათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება – 01 აგვისტო. II. წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა: ა) განცხადება; ბ) ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან (დამოწმებული ფაკულტეტის ბეჭდით და დეკანის ხელმოწერით); გ) პირადობის მოწმობის ასლი.