ოქროს მედალი მკლავჭიდში

2017 წლის 14 ივლისს ჩატარდა საქართველოს „უნივერსიადა 2017“ მკლავჭიდში, რომელშიც ოქროს მედალი მოიპოვა ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტმა გაიოზ ცეცხლაძემ. უნივერსიტეტის სტუდენტებმა საქართველოს უნივერსიადაზე 3 ოქროს, 1 ვერცხის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. საქართველოს „უნივერსიადა – 2017“ საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.

საქართველოს უნივერსიადა ქვიშის ფრენბურთში

2017 წლის 11-14 ივლისს, ჩატარდა საქართველოს „უნივერსიადა 2017“ ქვიშის ფრენბურთში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის ვაჟთა და გოგონათა გუნდებმა. ვაჟებს შორის მონაწილეობა მიიღეს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტმა ჯაბა როხვაძემ და ფიზიკური მედიცინისა და რებილიტაციის სტუდენტმა მამაუკა წერედიანმა, ხოლო გოგონებს შორის სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტმა გვანცა მირიანაშვილმა და ფიზიკური მედიცინისა და რებილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტმა ვერა გულიაშვილმა.

შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში 2017-2018 ს/წ შემოდგომის სემესტრის მობილობის განმახორციელებელი სტუდენტების საყურადღებოდ!

1. სტუდენტთა მობილობის ელექტრონულ პორტალზე www.students.eqe.ge რეგისტრაციის ვადა : 2017 წლის 25 ივლისის 12:00 საათიდან 17 აგვისტოს 18:00 სთ-მდე. 2. ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგების გამოქვეყნების ვადა: 2017 წლის 23 აგვისტო. 3. ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნებული დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში გამოცხადების, მობილობის თაობაზე წერილობითი განაცხადისა და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადა: 2017 წლის …

საქართველოს უნივერსიადა მაგიდის ჩოგბურთში

2017 წლის 12 ივლისს, ჩატარდა საქართველოს „უნივერსიადა 2017“ მაგიდის ჩოგბურთში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტმა ვერიკო გულიაშვილმა.

საქართველოს „უნივერსიადა 2017“ წოლჭიმში

2017 წლის 8 ივლისს, ჩატარდა საქართველოს „უნივერსიადა 2017“ წოლჭიმში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტ გეომედის ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის სტუდენტმა ლევან ლაზიაშვილმა. -93 კგ. წონით კატეგორიაში ლევანმა IV ადგილი დაიკავა.